ამირან გამყრელიძე – საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, ამიტომ უნდა გავიჭირვოთ ორი თვე მაინც და ვიყოთ სახლებში

Read Time:1 Minute, 5 Second

საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.

„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ.
ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.

ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით, თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში ქვეყანაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც გახდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, ხომ რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძაფრი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი.“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი-ჩვენი დასავლელი და საერთაშორისო მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
Next post მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი განიკურნა