ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ – დაუშვებელია

Read Time:23 Second

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კოვიდრეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განმარტებით, სწორედ ამ წესების უგულებელყოფასთან არის დაკავშირებული ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება.

„სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ – დაუშვებელია. ნიღაბი გახლავთ დაცვის ყველაზე მძლავრი საშუალება ვაქცინასთან ერთად. ანუ, ნიღაბი დახურულ სივრცეში აუცილებლად და ღია სივრცეში, სადაც 5 ადამიანზე მეტი ვიკრიბებით ერთმანეთთან ახლოს, აუცილებელია ნიღბის ტარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 381 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 361 327, გარდაიცვალა 5 492 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
Next post ამირან გამყრელიძე: ივლის-აგვისტოში ჩვენ „ფაიზერის“ 500-600 ათასი დოზა გვექნება შემოტანილი