ამირან გამყრელიძე: პანდემიამ, გარდა ჯანმრთელობისა, უდიდესი ზიანი მიაყენა განათლებას

Read Time:50 Second

პანდემიამ, გარდა ჯანმრთელობისა, უდიდესი ზიანი მიაყენა განათლებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მივიღეთ გადაწყეტილება, დაიწყოს დასრებული სწავლა ძალიან მკაცრი კონტროლით. რადგან დღეს ქვეყანაში 100 პროცენტით “დელტა” შტამი ცირკულირებს და ის ბავშვებს აზიანებს, ამიტომ დამატებით რეკომენდაციად შემოვიტანეთ პირბადე პირველიდან მეხუთე კლასამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ.

„მოწოდება და რეკომენდაცია აქვთ დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ ვაქცინაციისკენ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დასწრებული სწავლა დაიწყოს და პარალელურად მიეცათ მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი: 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში
Next post ნათია თურნავა: „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ იქნება კიდევ ერთი, საინტერესო წამოწყება – 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 2 000 ადამიანს დაასაქმებს