პანდემიამ, გარდა ჯანმრთელობისა, უდიდესი ზიანი მიაყენა განათლებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივიღეთ გადაწყეტილება, დაიწყოს დასრებული სწავლა ძალიან მკაცრი კონტროლით. რადგან დღეს ქვეყანაში 100 პროცენტით “დელტა” შტამი ცირკულირებს და ის ბავშვებს აზიანებს, ამიტომ დამატებით რეკომენდაციად შემოვიტანეთ პირბადე პირველიდან მეხუთე კლასამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ.
„მოწოდება და რეკომენდაცია აქვთ დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ ვაქცინაციისკენ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დასწრებული სწავლა დაიწყოს და პარალელურად მიეცათ მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
