ამირან გამყრელიძე – პაატა იმნაძე გინახავთ გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, უნდათ, პაატაც და მეც ჩაგვითრიონ პოლიტიკურ სიბინძურეში [ვიდეო]

Read Time:1 Minute, 48 Second

არც მე და არც პაატა პოლიტიკურ დისკუსიებში არ შევდივართ, ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობების დროს გვიმუშავია და პატიოსნად ვასრულებდით ორივე ჩვენს მოვალეობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თავადაც და პაატა იმნაძეც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებლები არიან.

„ორივე ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვართ, ბევრ იმის შესახებ, ვინც ჩვენ დღეს გვაკრიტიკებს და ბევრს ვთხოვე მე, გუშინაც მოვუწოდე – გვაკრიტიკეთ, არ არის პრობლემა, რადგან ვისაც საქმე არ უკეთებია, მას შეცდომა არასდროს დაუშვია, ვინც საქმეს აკეთებს, ის უშვებს ხანდახან შეცდომებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, მიზანმიმართულია თუ არა ეს კამპანია, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არ მინდა პოლიტიკურ დისკუსიაში შევიდე, აკადემიურ დისკუსიაში, სიამოვნებით, დავსხდეთ, გავაკრიტიკეთ, თუ რამეს სწორად ვერ ვაკეთებთ მითხარით, კი ბატონო და გამოვასწორებთ. ამ დარგის ექსპერტებს მოეხსენებათ, მე დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვმოღვაწეობ, პრაქტიკოსი ექიმი, მასწავლებელი, მეცნიერი, ჩინოვნიკი, მათ შორის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი და ასე შემდეგ. ბევრს ვიცნობ ქვეყანაში, ვის რა ცოდნის „ბაგაჟი“ აქვს, ამიტომ აკადემიურ დისკუსიაში სიამოვნებით შემოვალ, იქნებ მართლა ვუშვებ რაღაც შეცდომებს, მიმითითეთ ამაზე, სიამოვნებით, მაგრამ ამას პოლიტიკურ სარჩულს ნუ დავუდებთ, არ არის დღეს პოლიტიკური გარჩევების დრო, მერე გავარჩიოთ, ყველაფერი რომ დამთავრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია.

„ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება, ზოგს საკვები მოაქვს, გვიანობამდე რომ არიან აქ ეპიდემიოლოგები მათთვის, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის, ბევრმა კიდევ უკეთესად მოგვიწყო აქაურობა, კომპიუტერები გვაჩუქა. მადლობა ყველას. მე ამათ მერე ცალკე ვეტყვი მადლობას. მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომლების არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო. ხოდა რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ, არ გვინდა, არ გვინდა ის, რასაც გუშინ ტელევიზიებში ვუყურე. ყველას ჩვენ გვაქვს ზღვარი რაღაცის, გინახავთ თქვენ როდისმე პაატა იმნაძე გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, რადგან უნდათ, რომ როგორმე პაატაც, მეც ჩაგვითრიონ ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ სიბინძურეში. არა ბატონებო, ვინც ამას დღეს საუბრობს, იმ ხალხზე იცით რამდენი რამე ვიცი მე? რამდენი ინფორმაცია მაქვს, რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე, გამოვდივარ და ვსაუბრობ, არ არის მაგის დრო. ამ ჭირმა ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანა და უნდა გაგვაერთიანოს, არ არის ახლა დრო პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ. ყველამ ერთად დავიცვათ ის, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი განიკურნა
Next post თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ პირველ ინფიცირებულებზე: ცოლს კორონავირუსი ჰქონდა, ქმარს არა, თუმცა პალატაში მარტო არ დატოვა და ორი კვირის განმავლობაში ვირუსი არ გადაედო