ამირან გამყრელიძე: ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია

Read Time:1 Minute, 6 Second

გამოხატვის უფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დგას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა ზოგადად. ამას ემატება მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. დარწმუნებული იყავით, დღეს პოლიტიკური პროცესი საერთოდ რომ არ იყოს ქვეყანაში, ანუ არჩევნების პერიოდში არ ვიყოთ, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება გახლავთ, რომელიც რისკებს ზრდის. ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, თუმცა გთხოვთ, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ მე მგონი დგას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება “,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 636 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ლიდერი ქვეყანა კონკრეტული მიმართულების ფორმატში კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით
Next post გიორგი შაქარაშვილის ოჯახი 6 ბრალდებულის მიმართ გამოტანილ განაჩენს ობიექტურს უწოდებს