ამირან გამყრელიძე – მოლეკულური ტესტი, „პისიარი“, რომელსაც დღეს საქართველოში ვიყენებთ, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია

Read Time:1 Minute, 9 Second

ე.წ. მოლეკულური ტესტი, „პისიარი“, რომელსაც დღეს საქართველოში იყენებენ, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ტესტი ადგენს ვირუსის არსებობას ინფექციის დაწყებიდან პირველსავე დღეს, უსიმპტომო სტადიაშიც.

„ეს არის ოქროს სტანდარტი, რომელსაც სჭირდება ნიმუშის აღებიდან დაახლოებით სამი-ოთხი საათი. ახლა ჩინელებმა გვაჩუქეს კიდევ ახალი აპარატურა და ახალი ტესტები, სადაც საათი ნახევრამდე ჩამოდის დრო, მაგრამ ამ აპარატურის გამტარუნარიანობა დაბალია. ანუ რაც არის ქვეყანაში, რაც ლუგარშია და კიდევ სხვა ლაბორატორიებში, იქ სჭირდება სამიდან ოთხ საათამდე ნიმუშის აღებიდან. ჩვენ შეგვიძლია დღეს ლუგარში 400-500 ტესტი გავაკეთოთ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნიმუშების აღება, როდესაც ადამიანთან მიდის ეპიდემიოლოგი, გამოკითხავს, მერე შესაბამისი ჩაცმულობით მას ნიმუში უნდა აუღოს. ამიტომ, დიდი ტრენინგები მიდის, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, არის ორი ტიპის სწრაფი ტესტები, რომელთა სპეციფიურობა და მგრძნობელობა, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ოქროს სტანდარტთან. ეს გახლავთ ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები „ჯი“ და „ემ“ ანტისხეულებზე. „ემი“ ჩნდება, როდესაც მწვავე ინფექციაა და მე-5-7 დღეს ჩნდება ის ინფექციის დაწყებიდან, ანუ პირველ და მეორე დღეს ის ვერ დაიჭერს. მაგრამ ის საჭიროა გარკვეული ჩვენებით და იმ ალგორითმში, რომელიც ახლა მტკიცდება, არის ჩვენი წინადადებები ამასთან დაკავშირებით. მეორეა ე.წ. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც ასევე 15 წუთში იძლევა პასუხს, ისევე როგორც ანტისხეულზე დამყარებული. მაგრამ მისი სპეციფიურობა და მგრძნობელობა 80-85 პროცენტია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია-წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს. დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის
Next post გრიგოლ ვაშაძე მთავრობას – თქვენ უარი “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით – შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია