ამირან გამყრელიძე – მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ

Read Time:27 Second

მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება
Next post ექიმი: ბოიკოტს ვუცხადებ “მთავარ არხს”, დატოვოს საბრიფინგო სივრცე -თუ არადა მე არ გავაგრძელებ განცხადებებს