ამირან გამყრელიძე: მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ
ჩვენ ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ. მასობრივ იმუნიზაციაში ვგულისხმობ, როდესაც სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს.
„ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. გვექნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. დაახლოებით ორი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ნოვოვაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან მისცა ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ ლიცენზია მილიარდი დოზის წარმოებაზე, რომლითაც „კოვაქსიც“ უნდა მომარაგდეს. გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“. ახლა საუბარი მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.
ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან” მოწოდების პირობებს. ასევე, მოლაპარაკებებია „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ამიტომ, წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...