ამირან გამყრელიძე: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია

Read Time:56 Second

ბოლო დღეების პოზიტივია ის, რომ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც უცბად დაეცა ახალ ინფიცირებულთან შეფარდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობისაა.

„აგვისტოში გარკვეულ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82 პროცენტი საერთო ინფიცირებულების. შემდეგ დავარდა სადღაც 39 პროცენტამდე, როცა სექტემბერში გვქონდა და გვაქვს ძლიერი ზრდა. ახლა ისევ ავდივართ თანდათან 52 პროცენტზე და ტენდენცია მდგრადია. ეს პატარა, მაგრამ ნიშანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში სიკვდილიანობა გაზრდილია და 53 გვაქვს, 19 გვქონდა აგვისტოში, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.60 მეასედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ მაინც შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მართვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება ინფიცირებულების ბინაზე მართვის, რომელიც უკვე გადმოტანილია იმერეთსა და თბილისშიც, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. ასეთი უკვე დაახლოებით 1000-ზე მეტია აჭარაში, ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე. მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაციები სჭირდებათ, წამალი თითქმის არა. ისინი 12 ან 10+3 დღის შემდეგ გადიან იზოლაციიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მომავალი კვირიდან იქნება
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს