ამირან გამყრელიძე: დღეს პირველად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელს, 10 პროცენტს ჩამოსცდა

Read Time:39 Second

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და მეტი კონტროლის ფონზე, ასევე უფრო ინტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში დაიწყო ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, ოღონდ ჯერ მაღალ ნიშნულზეა შემთხვევათა რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირველად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელს, 10 პროცენტს ჩამოსცდა.

„ასევე პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში, ინციდენტობის მაჩვენებელი საერთოდ და ასევე ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, როგორც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე სიტყვას – „კუდი“ ჩამოსწია ბოლოსკენ. ანუ ფერდი, გადაიარა პიკი და ქვემოთკენ მოდის. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. სამწუხაროდ, ჯერ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი და ეს იცით, რომ ყოველი ორი კვირის შემდეგ, პიკის გადავლიდან იწყებს თანდათან მერე შემცირებას, რასაც ჰქვია სიკვდილიანობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჭიათურის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან
Next post ხანძრების შედეგების აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ 60 მილიონი შეკელი გამოყო