ამირან გამყრელიძე – არავითარი შეზღუდვები არ იქნება, საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდებაა, ავიცრათ

Read Time:33 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.

გამყრელიძის თქმით, საკორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის.

„არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა.

პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაბრიჭიძე მელიაზე: იქნებ ჩამოყალიბდეს, უნდოდა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და მერე გვითხრას
Next post დეკანოიძე: ბევრჯერ “ოცნების” ტროლების მიერ გადმოღვრილი უფრო დიდი ცილისწამება წაუკითხავთ ჩვენზე “მიშას კეთილისმსურველებისგან”