„ამერიკის ხმა“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

Read Time:22 Second

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას ძალიან ახლოდან აკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობს
Next post ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რაც მეტი განხეთქილება, ქაოისი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში