ამბროლაურისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ხანძარია

Read Time:23 Second

ამბროლაურისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში კვლავ ხანძარია.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება გუშინ საღამოს შეძლეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენია ჩართული. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს დილით გაჩნდა ხანძარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. ცეცხლი მოსახლეობის საყანე ფართობებსა და თხილის პლანტაციებს უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული, სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
Next post დავით საგანელიძე – “ქართულ ოცნებაში” ბევრი ადამიანი სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და ნამდვილად არაა ღირსი, გულზე „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს