ალუდა ღუდუშაური სალომე სამადაშვილს: 6 თვე გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით – მაშინ არ გახსოვდათ, რომ ხალხს უჭირდა?

Read Time:43 Second

„ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების პოპულიზმით გაჯერებულ გამოსვლებს. როდესაც ხალხზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით. რამდენიმე დღეა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, დატოვეთ ფანჩატური და შემოხვედით პარლამენტში. ის ცარიელი ადგილები, რომელიც ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაკუთვნა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრისა და ამჟამად, ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„საუბრობენ პოპულიზმით სავსე განცხადებებით, როდესაც გამოწვევაა კოვიდპანდემია და მისგან გამომდინარე შემცირებული სამუშაო ადგილები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩიხში შესული, დესტრუქციული ძალა. მას აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი: დაადგეს „ევროპული საქართველოს“ გზას, ან შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას და თქვან, რომ აღარ გაიმეორებენ დაშვებულ კატასტროფულ შეცდომებს. გაკეთებულ განცხადებებს ლამის ქვეყანა გადააყოლეთ. მაშინ არ გახსოვდათ, რომ ხალხს უჭირდა?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

იქამდე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მოქალაქეების პრობლემებს არ იცნობს და არ აღიარებს, რომ ხალხს უჭირს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივად, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი
Next post პაატა იმნაძე – ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები