ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა!
სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა – ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა, რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის განხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს არ ენდობა, შეუძლიათ დაუშვან ექიმთა ჯგუფი, ვის მიმართაც ნდობა თავად ექნებათ.
„ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი. ამიტომ ამისთვის დროს და ენერგიას ფუჭად ხარჯავენ. მათ რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, გააგრძელოს ყველანაირი საკვების მიღება და დაემორჩილოს კანონმდებლობას, მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ ნებისმიერი მიკერძოებული პირის, “ემპათია” იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა, შესაბამისად, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც აქვს მისჯილი. როგორიც არ უნდა იყოს და ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა.
საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, კარგად ახსოვს ქართველ ხალხს ციხეებში დატრიალებული “ბართლომეს ღამეები”, როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს. შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა. ამიტომ სხვაგვარი დამოკიდებულება აქ ვერ და არ იქნება. სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა მის თავზე, ეს არის სამართლიანი, ობიექტური რეალობა,რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...