ალუდა ღუდუშაური: „გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსა და 20 ივნისს შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი

Read Time:41 Second

„გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსა და 20 ივნისის აქციას შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მან ურჩია „გირჩის“ წევრებს, თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებულ თამაშს.

„არ ვიცი, „გირჩის“ ინიციატივა რა მიზანს ემსახურება, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. როგორც ჩანს, ბოლომდე „გირჩი“ ვერ და არ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშიდან, ამიტომ მათი ეს ინიციატივა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება სერიოზულად მარტივი მიზეზის გამო. მათი ინიციატივა, რომ თითქოს პარალელი გაავლონ როგორმე 20 ივნისის მოვლენებთან, არის სრული აბსურდი და ნონსენსი. ვურჩევ, რომ ბოლომდე გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავი დაანებონ თამაშს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს, თორემ სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი რადიკალური თამაშებით სადამდე მივიდა „ევროპული საქართველო“, ეს ნათლად დავინახეთ. ყველას ეს ბედი ელოდება, ვინც ასეთ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიამ ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან
Next post სალომე სამადაშვილი – საარჩევნო რეფორმაში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია