ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

Read Time:56 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ამ წუთისოფელში, ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე შფოთიან დროში, უმსგავსობაც, უსინდისობაც, უნამუსობაც, გარეწრობაც და ღალატიც არავის უკვირს, მაგრამ იმას, რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე, ბიძინა ივანიშვილის თურმე ყოფილი დაცვის უფროსი, ნაციონალური მოძრაობის ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება. უნებლიეთ ჩნდება კითხვა – ღირს კი ამდენი სიკეთის გაკეთება? გუშინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა; იმის წინ – დენდროლოგიური პარკი; მანამდე – საბავშვო ბაღები, ტაძრები, თეატრები, სკოლები აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა მის მიერ დაფინანსებული ძვირადღირებული ოპერაციებით და კიდევ ვინ მოთვლის, სათვალავიც არეულია, რასაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს. 2012 წლის გამარჯვება, კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჰოდა, ღირს ამდენი სიკეთის გაკეთება? მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, პასუხი ცალსახაა – ღირს, ღირს, რათქმაუნდა, ღირს! სიმართლე სინათლეა და არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, სიცრუის და უმადურობის რა ნიაღვარიც არ უნდა წამოვიდეს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. 31 ოქტომბერს კი საქართველოს უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ სიკეთის და გამარჯვების თანამონაწილე გახდება. გახდება, რადგან სანთელ-საკმეველი თავის გზას არასდროს კარგავს; და კიდევ, ის, რაც მარადიულია და დროს არ ექვემდებარება არის – “ბოროტსა სძლია კეთილმან…”, წერს ალექსანდრე ქანთარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდ დიღომში, ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო
Next post საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა