ალექსანდრე ელისაშვილი: სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, მან გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება

Read Time:1 Minute, 16 Second

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტი. იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? – ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – რატომ მოუწოდებს ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახნო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი–პოლე იყო მისი მშობლიური სოფელი, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო პროცესსო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არ შეცვლილა.

„კატასტროფა იყო გუშინწინ რაც ილაპარაკა სააკაშვილმა, არანაირ სინანულს არ ველოდი, არანაირი მაღალი წარმოდგენა მასზე არ მაქვს, უბრალოდ, მან თავის თავს გაუკეთა ძალიან ცუდი რამ. გამოვიდა და თქვა, რომ არ შევცვლილვარ, რა სადისტიც ვიყავიო ის სადისტი დავრჩიო. სადისტის გარდა ვერავინ ვერ იტყვის, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს. შენ დროს, რომ ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს და წამებაში მოკლეს შენმა მაღალჩინოსნებმა და მერე შენ ხელს რომ აფარებდი წელიწადნახევარი და ერთხელ არ მოგინდა დაგერეკა ირინა ენუქიძისთვის, ამას რომ ჩაიდენ, სადისტი ხარ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული
Next post თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა