ალეკო ელისაშვილი – უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში თავის დამკვიდრებას

Read Time:36 Second

არ ვიცი, გიორგი გახარია მოახერხებს თუ არა ოპოზიციაში თავი დაიმკვიდროს, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს და ამას თვითმმართველობის არჩევნებზე გავიგებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას, როდესაც ნეპოტიმზსა და კორუფციაზე საუბრობდა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ეს პრობლემები.

„ვისი პროექტია, რა პროექტია, ამას დრო და მისი ქმედებები გვაჩვენებს. გიორგი გახარია იყო პრემიერი, ბიზნესომბუდსმენი, შს მინისტრი, თქვა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო. გუშინ, როცა დააზუსტებინეს, კონკრეტულ რამეს ვერ ვამბობ, ზოგადად, არის სისტემა. ვფიქრობ, ამ პასუხით კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ვინაიდან, ეს თქვა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ნეპოტიზმი, კორუფცია და ვინ არის ამაში ჩართული. როცა რაღაცას იტყვი და მერე იტყვი, ნიჩურტი მაქვსო, სწორი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი: არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია, შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს
Next post ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე – გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ