ალეკო ელისაშვილი სააკაშვილს: ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი!

Read Time:1 Minute, 37 Second

რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და 9 ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი!, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და 9 ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი! ეგ არ უთხრა სტრასბურგმა, რომ არაფერი არ გჭირსო შენ, იჯექი ციხეში, არსად არ უნდა გადაგიყვანონ, არც უცხოეთში. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, იჯდებოდა ციხეში და მოიხდიდა სასჯელს ბოლომდე. მე არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, თავ-პირი რომ დაალეწა ხალხს, როგორი იყო?

„ქართულ ოცნებასაც“ აწყობდა, რომ ამ ქვეყანაში მეტი სალაპარაკო არ ყოფილიყო იმიტომ, რომ ერთნაირები არიან ორივე, შინაარსით ერთნაირები. სააკაშვილი უფრო სადიზმისკენ მიდრეკილი იყო, ესენი ნაკლებად, მაგრამ ერთი და იგივეა, გადმოაბრუნებ ხუთი ნომერია და წითელი, გადააბრუნებ – 41, შინაარსით ერთი და იგივეა. არც ერთს უყვარს ქვეყანა, არც მეორეს, ერთსაც ძალაუფლება უყვარს და მეორესაც. ერთი ძალაუფლებაშია, ხოლო მეორეს დაბრუნება უნდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წელიწად-ნახევარი ქვეყანა „აჯანჯღარა“, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ უთხრა, რომ კარგ პირობებშია და არსად არ უნდა გადაიყვანონ.

„სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა გადაწყვეტილება მიიღეს? უთხრეს, რომ არსად არ უნდა გადაგიყვანონ, მშვენიერ სამკურნალო პირობებში ხარ, არც უცხოეთში არ უნდა იმკურნალო და არც სხვაგან არ უნდა გადაგიყვანონ იმიტომ, რომ გაქვს აბსოლუტურად ადეკვატური პირობები მკურნალობისთვისო. წელიწად-ნახევარი რომ აჯანჯღარა სააკაშვილმა მთელი ქვეყანა და მისმა ტელევიზიებმა: „არიქა, დღეს დაფამფალებს და არიქა, გული მისდის, არიქა, ვერ ჭამს…“ წელიწად-ნახევარი რაზე ვლაპარაკობდით? პოლიტიკოსებს თავის თავი რომ უყვართ მხოლოდ და ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, აი, ამის კლასიკაა სააკაშვილი. რა უქნა ამ ქვეყანას წელიწად-ნახევარი?! ჯერ სად მოდიხარ, რომ მოდიხარ, მერე როგორ მოდიხარ? მერე კიდევ, თუ ჩამოხვედი იჯექი კაცურად, საჭმელი შეჭამე და მოითმინე. პარლამენტში იყო – სააკაშვილი, სააკაშვილი… გეგონებოდა ყველაფერი დამთავრებული იყო ამ ქვეყანაში და ხომ დაახია სტრასბურგმა თავზე [საჩივარი]“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისტორია დაიწერა – ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
Next post VIDEO: მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა – იძულებითი ქორწინების ორი უმძიმესი ფაქტი