ალეკო ელისაშვილი – რიკ დემისთან შეხვედრისას ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე, ასევე 5 ივლისის მოვლენებზე

Read Time:37 Second

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემისთან შეხვედრისას ერთ-ერთი განსახილველი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ასევე აპირებს, რომ რიკ დემისთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმასა და 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბროს.

„ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა არღვევს ორივე მხრიდან. ბოლო დარღვევა უკავშირდება იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატი გაიყვანოს შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე. ასევე იმაზე, საით მიდის ქვეყანა – მთლად დემოკრატიისკენ ვერ მოვდივართ და ვერ ვვითარდებით. მძაფრი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება 5 ივლისის მოვლენები – წაყრუება, წახალისება ძალადობის და რა გააკეთა ხელისუფლებამ მოძალადეების დასასჯელად, რომლებიც პოზაში დგანან და ამბობენ, რომ იმავეს იზამენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი რიკ დაემსის ვიზიტზე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება
Next post პაატა იმნაძე: ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში