ალეკო ელისაშვილი: რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები არ მაინტერესებს

Read Time:23 Second

საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიცის გეგმები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ ტელეკამერებით ნუ ელაპარაკებიან.

„თავზე საყრელად მაქვს საქმე, მართლა რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა, არ ვიცი. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით რამე წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან, მელიამ, დანარჩენმა ოპოზიციამაც იცის და დამირეკონ და პირადად გავცემ ყველა პასუხს, ჩემთან დაკავშირებით რამეზე თუ წუხან. ტელეკამერებით ნუ მელაპარაკებიან, მადაგასკარზე არ ვარ, აგერ ვარ, თბილისში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 486 ადამიანს დაუდასტურდა, 499 კი გამოჯანმრთელდა
Next post გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და უნდა ვიაროთ შეთანხმების გზით