რეალური, კონსტრუქციული გარემო რომ ყოფილიყო და ოპოზიციას შეთანხმება ნამდვილად სდომებოდა, ასეთი შედეგი არ იქნებოდა, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
„სურვილი, მზაობა და კონსტრუქციული გარემო რომ ყოფილიყო, შეთანხმება გაფორმდებოდა. ცნობილია პარტიები, რომელთაც შეთანხმება არაფრის ფასად არ უნდათ. აზრთა სხვადასხვაობა იყო ოპოზიციაში, კომიტეტის თავმჯდომარეებსა და დელეგაციებზე, თუ როგორ გადანაწილდებოდა. საუბარი იყო ხუთ კომიტეტზე, მათ შორის ორ წამყვან კომიტეტზე. ასევე – თავმჯდომარეობაზე და არა გვარებზე. ზოგადად, ეს ძალაუფლების გადანაწილების წესია. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იდეაა და კარგი იქნებოდა, ეს ასე მომხდარიყო“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.