ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა

Read Time:46 Second

პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა –  ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა.

ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა და არ შეიძლება მათთან „ვალსების და ტანგოების ცეკვა“.

„რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა, რომელიც იძირება, „ფარჩაკდება”, რომელიც აუცილებლად დაიშლება თვალსა და ხელსშუა, ესაა გარდაუვალი ამბავი. ამას ძალიან მალე მოვესწრებით, ისე იფშვნება შიგნიდან. პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს რუსეთის ერთიანობას, იქნება რამზან კადიროვი, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. პირველი, ვინც იტყვის, რომ სინამდვილეში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრებაო, იქნება კადიროვი, ისეთი ოღრაშია, ენა მოუტრიალდება მშვენივრად ამის სათქმელად. ამ დროს, არ შეიძლება კეთროვანთან, პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამ კამპანიაში კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს წევრების ვერ არჩევა
Next post ელენე ხოშტარია: დიახ, პირველ რუსულ რეისს მოჰყვება პროტესტი