ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ თავის პარტიულ ინტერესებამდე დაახურდაონ და თავისკენ გადაქაჩონ შეთანხმების პროცესი

Read Time:22 Second

ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული თანხმობის პროცესში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ხედავს. „მოქალაქეების“ ლიდერის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალი რომ ყოფილიყო, პარტია მოლაპარაკებებზე არ წავიდოდა.

„პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ თავის პარტიულ ინტერესებამდე დაახურდაონ და თავისკენ გადაქაჩონ ეს პროცესი. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმების პროცესში ხედავს შესაძლებლობას, რომ იქნებ სააკაშვილი ციხიდან გამოიხსნან. თვითონ სააკაშვილიც ამას ხედავს რაღაც დოზით. თორემ, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ციხეში რომ არ იყოს, იმ წამსვე ააყირავებდნენ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ რეპრესიებს ატარებენ“ – ნინო ლომჯარია
Next post პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა