ალეკო ელისაშვილი: დიახ, ჩვენი სისხლით ვიცავდით რუსული ურდოებისგან ევროპას – გაგვიღეთ კარი უძველეს ევროპელებს

Read Time:1 Minute, 3 Second

სრული მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს!! ჩვენ ვიმსახურებთ იმ ოჯახში, იმ ცივილიზაციაში დაბრუნებას რომლის ერთ-ერთი შემოქმედები და მისი ღირებულებების საუკუნეობრივი მცველები ვართ. – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სცოაილურ ქსელში წერს.

” დიახ, ასეა! ელინიზმის, ანუ ევროპის გარიჟრაზეა დაწერილი პოემა “არგონავტიკა”, სადაც ევროპა, ბერძნების სახით მოილტვის დიდ და ძლიერ კოლხურ სახელმწიფოში და ცივილიზაციაში. შემდეგ, როდესაც ევროპის უდიდესი სახელმწიფო რომი ქრისტიანებს ხოცავდა და ლომებს აჭმევდა, ევროპის დიდი ნაწილი კი ნახევრადველური ხალხით იყო დასახლებული ჩვენ და სომხეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ვაღიარეთ! შემდეგ, ჩვენც და სომხებიც საუკუნეების მანძილზე ვიყავით უტეხი ფორპოსტი ქრისტიანობის! ის, რომ მონღოლებმა, არაბებმა, თურქებმა და კიდევ სხვებმა ვერ აიღეს და ვერ დალეწეს ევროპა იმის შედეგია რომ პირველ და ყველაზე ძლიერ დარტყმებს ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე. ევროპელების სიმშვიდის და კულტურული რენესანსი მათ შორის ჩვენი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის და შეუპოვრობის ხარჯზე მოხდა! ევროპული ცივილიზაცია და თანამედროვე ღირებულებები ქრისტიანობამ შვა. ქრისტიანობის განაპირა მცველები კი ჩვენ ვიყავით! ჩვენ უნდა მიგვიღონ იქ, რასაც ვქმნიდით და სისხლით ვიცავდით. 1989 წლის 9 აპრილს, 90-იანებში, 2008 წლის აგვისტოში, დიახ, ჩვენი სისხლით ვიცავდით რუსული ურდოებისგან ევროპას. ახლა ამ ურდოსგან დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს და ევროპას იცავს მედგარი და უტეხი უკრაინა! ჩვენ ვიმსხურებთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობას, ჩვენ ამისთვის აურაცხელი სისხლი გავიღეთ!
გაგვიღეთ კარი უძველეს ევროპელებს და ევროპის ურდოებისგან მცველებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!” – წერს ალეკო ელისაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ განაცხადა, რომ მთელ საპრიზო ფულს უკრაინის არმიას გადაურიცხავს
Next post გია ვოლსკი – არავის უთქვამს ზელენსკის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირზე, საუბარია ადამიანებზე, ვინც ზელენსკის გარშემო ახვევია, უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ პასუხი გაეცემა