ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: რას ნიშნავს სპეკულაცია? ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის?

Read Time:47 Second

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, რის შემდეგავ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილს ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს.

„რამდენადაც ვიცი, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს. მოვედი სანახავად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია სპეკულაციაა.

„რას ნიშნავს სპეკულაცია? ესე იგი ტყუილია ეს ინფორმაცია? კი მაგრამ, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მოსაზრებაზე, რომ გავრცელდეს სააკაშვილის ფოტო და ვიდეო, რათა ხალხმა ნახოს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გიული ალასანიამ განმარტა, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე არსებობს ანალიზები და ფოტო არაფერ შუაშია.

„რა შუაშია ფოტო და ვიდეო, არსებობს ანალიზები. საკითხი ხომ ჯანმრთელობას ეხება. რომელ ვიდეოზეა ლაპარაკი. მე ვიცი, რომ ასეთ დროს კეთდება ანალიზები, გამოკვლევა უტარდება ავადმყოფს და ამის მიხედვით იწერება დიაგნოზი. რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს უკვე არაერთი დიაგნოზი დაეწერა. თუ ეს ყველაფერი ტყუილი, მოგონილია და მცდარია, ეს უკვე სხვა საკითხია“, – თქვა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ოქტომბრისთვის – დოლარი – 2.8043 ლარი, ევრო – 2.7712 ლარი, ფუნტი – 3.1565 ლარი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე