“საქართველოს მასშტაბით, 68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ. მხოლოდ 1000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ შენობებში, ვითხოვთ შეზღუდვებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, მშობლები არ დაზიანდნენ”, – თქვა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აკაკი ზოიძის თქმით, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები პირველი მაისიდან ამოქმედდება.
„ძალაში შედის ნორმა, რომელიც ეხება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ შენობებს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს პროცესი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა“, – აღნიშნა ზოიძემ.
ცნობილია ადგილები, სადაც სიგარეტის/ელექტროსიგარეტის მოწევა 1 მაისიდან იკრძალება. ასევე ცნობილია თუ რამდენით დაჯარიმდებით აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევისთვის.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.