პარასკევი, თებერვალი 27, 2026

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა. ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად – ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, – ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თოთოეულ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვისთანაც ერთად ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა: ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასეულობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში.

ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია, რათა ათეულ ათასობით ახალგაზრდის საზოგადოებაში ინტეგრაცია ვუზრუნველყოთ.

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილის მიუხედავად ვერ დავეხმარე, ან უნებურად (მიზანმიმართულად და შეგნებულად არასდროს) გული ვატკინე სიტყვით ან საქმით.

და ბოლოს, ვრჩები რა ერთგული იმ ფასეულობებისა, რომლის გამოც შევუერთდი ქართულ ოცნება 2016 წელს, ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, განსაკუთებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომლებშიც მჯერა, რომ ჩემი ექსპერტული წვლილის შეტანა შემიძლია ახალ (ძველ) ამპლუაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს – „იმედის ბანკს“ ქმნის

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.„ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. აქ იმედია!“- ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“,

შემოსავლების სამსახურის უფროსი, ირაკლი (დაჩი) ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სეზაი უჩურმაქთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისთვის.აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ასევე სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელმა.ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.

ჩინეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს

ჩინეთის სამხედრო ძალების განცხადებით, 23-დან 26 თებერვლამდე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს.ამასთან, მათ ფილიპინები რეგიონის გარეთ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან ერთად, ერთობლივი პატრულირების ორგანიზებით მშვიდობისა და სტაბილურობის „ჩაშლაში“ დაადანაშაულეს.ჩინეთის სამხედრო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, საზღვაო უფლებებსა და ინტერესებს მტკიცედ დაიცავენ.ამასთან, ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს განაცხადეს, რომ სამხედრო მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად ფილიპინების, აშშ-სა და იაპონიის საზღვაო ძალებმა ამ კვირაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიარეს.

Reuters – აშშ-ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ.ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს.„დავასრულეთ დღე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა ბადრ ალბუსაიდიმ.მისი თქმით, ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.მედიის ინფორმაციით, საიდ ბადრ ალბუსაიდი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ნებისმიერი არსებითი ნაბიჯი შეამცირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანზე თავდასხმის შესაძლო პერსპექტივას.შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, ჟენევაში გუშინ გაიმართა.

„როიტერი“ – შეერთებულ შტატებსა და ირანს შეუძლიათ, შეთანხმებას მიაღწიონ თუ ვაშინგტონი ბირთვულ და არაბირთვულ საკითხებს ერთმანეთისგან გამოყოფს

შეერთებულ შტატებსა და ირანს შეუძლიათ, შეთანხმებას მიაღწიონ, თუ ვაშინგტონი „ბირთვულ და არაბირთვულ საკითხებს“ ერთმანეთისგან გამოყოფს, – ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.წყარომ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ის საკითხები, რომლებზეც ქვეყნები ჯერ ვერ თანხმდებიან, ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს გადაწყდება.ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებები „ინტენსიურად და სერიოზულად“ შეაფასა.„არსებობს ახალი იდეები, რომლებიც თეირანთან კონსულტაციისთვისაა საჭირო. ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უნდა შევამციროთ“, – განაცხადა მან.წყაროს თქმით, აშშ-ის გუნდი მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს, რათა შეთანხმების მონახაზი ან ჩარჩო დაასრულოს.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს.ცნობისთვის, ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები