ადვოკატი: კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

Read Time:26 Second

ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა.

შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად:

მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
Next post ეკა სეფაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები საერთაშორისო ფინანსური თუ ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ შეფასებულია როგორც დადებითი, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკის კარგ შედეგებზე მიუთითებს