ადა მარშანია: პოლიტიკაში მოსვლამდე ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო უნდა იყოს

Read Time:31 Second

ადა მარშანიას აზრით, პოლიტიკაში მოსვლამდე ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო უნდა იყოს. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკაში მოსვლამდე ყველამ ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო წესით უნდა გაიაროს.

ამ განცხადებით მარშანია დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მანიაკალური ქცევები აქვს და ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩააბაროს.

„ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი. პოლიტიკოსების ხელშია ნაწილობრივ მაინც ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბედი. პარლამენტის თავმჯდომარეს მართვის უცნაური მანერა აქვს, მე როგორც ვხედავ. სამწუხაროდ და საუბედუროდ ბოლომდე არ აქვს გააზრებული იმ თანამდებობის მნიშვნელობა და ქცევის მანერა, რომელიც შეესაბამება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩაისა და სტაფილოს მეხსიერების აღდგენა შეუძლია
Next post როგორ შეუძლია 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა. ინსტრუქცია