ადამ კინზინგერი: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მესამედი – როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირდება, შესაძლოა, ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. HIMARS-ი საქართველოს!

Read Time:22 Second

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერიTwitter-ზე, საქართველოსთვის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ერთი მესამედი. „ქართული ლეგიონი“ უკრაინას იცავს… როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირდება, შესაძლოა, ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. HIMARS-ი საქართველოს!“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.

HIMARS-ი არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარდაიცვალა მომღერალი მამუკა ონაშვილი
Next post შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს