პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

Სტომატოლოგია, ლექტორობა, პანდემია, ხელოვნება-ირმა ხუჯაძის უცნობი მხარე

Ქუთაისის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, სტომატოლოგთან ვიზიტზე მისული, მივადექი კაბინეტს, რომელსაც აწერია: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირმა ხუჯაძე. Შესვლას ვაპირებდი, რომ გამაოცა არაჩვეულებრივმა მომსახურეობამ და პანდემიის პირობებში დაცულმა წესებმა. Შემმოსეს ბახილებით, ერთჯერადი გამოყენების ხალათით და ქუდით. Აი ასე შემიშვეს სტომატოლოგიურ კაბინეტში და მომათავსეს სავარძელზე. Მანამ, სანამ ქალბატონი ირმა პროცედურას დაიწყებდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო მის მაგიდაზე მოთავსებულმა ხელნაკეთმა ნივთმა. Მითხრა, რომ მისი ნამუშევარია და ასეთი ნამუშევრები მრავლადაა მის სახლში. Ჩემი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახლში დაპატიჟებაც მივიღე და ვესტუმრე ერთ მშვენიერ დღეს. Ვეზიარე მის შემოქმედებას და აღფრთოვანებული დავრჩი. Ისიც აღმოვაჩინე, რომ თურმე მას მუსიკალური ნიჭიც აქვს და მშვენივრად უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე და მღერის. Აი , ასე ჩვეულებრივად ახერხებს არაჩვეულებრივი ქალბატონი შეასრულოს თავისი საქმე სამსახურში პაციენტებთან, უნივერსიტეტში სტუდენტებთან, მეგობრებთან, ოჯახში – მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან. Მარტოდ ყოფნის დროს კი ხელოვნებასთან.

ავტორი: ნათია მიქელაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.სპექტაკლით „ალუდა“ თეატრის 131-ე სეზონი გაიხსნა, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. საქართველოს პრეზიდენტმა დასს დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობებს, მთლიანად დასს, სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ასე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი გენიალური ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური". დღევანდელ სპექტაკლს ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. თეატრი ძალიან დიდი ძალაა, სულიერ საზრდოს აძლევს ადამიანებს. კიდევ ერთხელ მადლობა, დასს ამ შესანიშნავი დადგმისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბუნდესტაგში ადასტურებენ პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთან პეტერ ფიშერის შეხვედრას და უარყოფენ ინფორმაციას ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე

გერმანიის მთავრობა პასუხობს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას, ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების მიზანს.როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება.„ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს“,- ნათქვამია ბუნდესტაგის პასუხში.ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.„ფედერალური მთავრობის პასუხი პარლამენტის წევრების უდო თეოდორ ჰემელგარნის, გეროლდ ოტენის, ჰაინრიხ კოხის, პარლამენტის სხვა წევრებისა და AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის მცირე ინტერპელაციაზე.ფედერალური მთავრობის განმარტებადიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმირება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამის შესახებ მოხსენება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ძვირად ღირებულების ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?– არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი?– აღნიშნულ პერიოდში გერმანიის ელჩი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა.3. არსებობდა თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები (იხ. კითხვა 2) და თუ კი, რა იყო ისინი?4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები (იხ. კითხვა 2)?– მე-3 და მე-4 კითხვებს ერთად ვუპასუხებთ – მითითება კეთდება ფედერალური მთავრობის განმარტებაზე.5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე? – მე-5 და მე-6 კითხვებს ერთობლივად ვპასუხობთ – ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მე-2 კითხვაზე პასუხში ნახსენები შეხვედრა მხოლოდ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა.7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?– ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?– შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.შეგახსენებთ, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მიმართა კითხვებით, რომლებიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.ამასთან, გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ჯეი დი ვენსი – ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს

ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ეს, შეიძლება, კატასტროფა იყოს. მართლაც შეიძლება, იყოს, რადგან ამ ეტაპზე ადამიანები სამ ხელფასს გამოტოვებენ, ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ გამოცხადდება, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარეები ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როდესაც უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება, რა მოხდება, როდესაც ხალხს ოთხი საათი მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს.ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა საქმიანი ვიზიტებით იმოგზაუროს. გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ დემოკრატები მთავრობას ხელახლა არ გახსნიან. თუ ასე გაგრძელდა, შეფერხებები მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ამერიკელი ხალხისთვის ფრენა ძალიან, ძალიან გართულდება“, – განაცხადა ვენსმა.მისივე თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღალა პარტიული დაპირისპირებით.„ბევრ ამერიკელს ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირება ყელში ამოუვიდა. დამიჯერეთ, ცხრა თვეა, ამ თანამდებობაზე ვარ და მეც დავიღალე პარტიული დაპირისპირებით ვაშინგტონში, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მარტივია. შეგვიძლია, ყველა პოლიტიკური უთანხმოებაზე ვისაუბროთ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, შეგვიძლია, არ შევთანხმდეთ, შეგვიძლია, ხელი ჩამოვართვათ და კომპრომისზე წავიდეთ ზოგიერთ საკითხზე, იმედია. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ყველა ამერიკელი – დემოკრატი თუ რესპუბლიკელი უნდა შეთანხმდეს. გახსენით მთავრობა, შეაჩერეთ ეს სიგიჟე და გახსენით მთავრობა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს“,- განაცხადა ვენსმა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:,,ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ დაწესებულებებში:https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128მაღალი აქტივობის გამო, მათთვის ვინც ვერ ახერხებს სამუშაო დღეებში ვაქცინაციას, შეგიძლიათ მიმართოთ შაბათობით შემდეგ დაწესებულებებს მითითებულ საათებში:https://ncdc.ge/#/pages/file/ff45f3ab-8155-426a-b3f3-1971512086e7დამატებითი ინფორმაციისათვუს დაგვიკავშირდით 116 006#NCDC"

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7500-მდე შეამცირებს.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი სამხრეთ აფრიკელებს მიენიჭებათ.როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.განცხადებაში შემცირების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზების ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეაჩერა თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა (USRAP).

ბოლო სიახლეები