პარასკევი, ივნისი 13, 2025

ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მადლობის ნიშნად $1 მილიონი აჩუქა – აი, რატომ

ჯორჯ კლუნი თავის წარმატებას თავის წარმატებას საკუთარ უახლოეს მეგობრებს უმადლის, ამიტომ 2013 წელს გადაწყვიტა, იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთეს სამაგიერო გადაეხადა — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

იმ პერიოდში კლუნის, რომელიც “მუდამ უცოლო” მამაკაცად ითვლებოდა, ახალი გაცნობილი ჰყავდა თავისი მომავალ ცოლი, ამალი, და ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები. ოჯახზე მაშინ ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ, როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ GQ-ს უთხრა, “ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან, რომლებმაც 35 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთეს ჩემთვის.”

“მათ სავარძლებზე მეძინა, როცა ღარიბი ვიყავი. მათ ფული მასესხეს, როცა არ მქონდა. ისინი დამეხმარნენ წლების განმავლობაში, და მეც ვეხმარებოდი მათ,” — ამბობს ვარსკვლავი მეგობრებზე საუბრისას.

იმ პერიოდში კლუნის ფილმმა Gravity საოცარი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მსახიობს მოულოდნელი ფინანსური მოგება მოუტანა. “ფილმის გადამღებ კომპანიას ეგონა, რომ პროექტი ჩავარდებოდა, ამიტომ ფულის გადახდის ნაცვლად ფილმის მოგებიდან პროცენტები შემოგვთავაზეს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგი გარიგება აღმოჩნდა,” — ამბობს კლუნი.

კლუნიმ გადაწყვიტა, მეგობრებისადმი მადლიერება ასე გამოეხატა: შეიძინა 14 ჩემოდანი და თითოეულში $1 მილიონი ჩადო, შემდეგ კი მეგობრებს სთხოვა, ერთ საღამოს მას სახლში ვახშამზე სწვეოდნენ. როგორც რანდე გერბერმა, კლუნის მრავალწლიანი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იხსენებს, მსახიობმა მეგობრებს ეს ჩემოდნები სწორედ ვახშმის დროს გადასცა.

“უბრალოდ ავიღე რუკა და ვაჩვენე ყველა ის ადგილი, სადაც მათ წყალობით მოვხვდი და ყველაფერი, რაც მათ დახმარებით ვნახე. და ვუთხარი – როგორ უნდა გადაუხადო ხალხს ამისთვის?” – გაიხსენა კლუნიმ GQ-სთან საუბრისას —”შემდეგ ვთქვი: “ერთი მილიონი დოლარი როგორი იქნებოდა?”

გერბერის თქმით, ეს ჟესტი “ზუსტად ასახავს, როგორი ადამიანია ჯორჯი.”

“ვიცი, რომ რთული დროები ყველამ გამოვიარეთ, ზოგიერთები დღემდე ამ მდგომარეობაში ხართ,” – გაიხსენა გერბერმა კლუნის სიტყვები – “აღარ მოგიწევთ შვილების მომავალზე ნერვიულობა, არც სწავლაზე, არც იპოთეკაზე.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი – ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11A ადგილას მჯდომი ბრიტანელი მგზავრი გადაურჩა

ინდოეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა, ერთი მამაკაცი გადაურჩა. აჰმედაბადის პოლიციის კომისარმა, გ.ს. მალიკმა, ANI-ს განუცხადა, რომ ლონდონის მიმართულებით მიმავალი Boeing 787-8 რეისის 11A ადგილას ერთი გადარჩენილი იმყოფებოდა. ხელისუფლების მიერ გაზიარებულ ფრენის მანიფესტში ნათქვამია, რომ ამ ადგილას მჯდომი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში იყო. ინდურმა მედიამ განაცხადა, რომ ისინი საავადმყოფოში ბატონ რამეშს ესაუბრნენ და იტყობინებიან, რომ მან თქვა: „აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

ბოლო სიახლეები