ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

ჯანდაცვის სამინისტრომ გუდაურში რეანომობილი გაგზავნა

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს და  სათანადო მკურნალობა უტარდებათ. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.

გუდაურში  დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საბაგირო ავარიულად გაჩერდა.  წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ძაბვის ვარდნაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. მისივე თქმით, უნგრეთის გენერალურმა პროკურორმა საკითხი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს.„ჩვენ დაუყოვნებლივი შიდა გამოძიების ბრძანება გავეცით ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში და სხვა შესაბამის ორგანოებში, უკრაინის „ოქროს კოლონის“ საქმესთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ეს საკითხი“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, 2026 წლის მარტში უკრაინამ უნგრეთი ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ვალუტა და ოქრო გადაჰქონდათ.უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა არაერთხელ დაჟინებით მოითხოვა „ოსჩადბანკის“ ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანებისა და ძვირფასი ნივთების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ყველა გარემოების ობიექტური გამოძიება, ასევე მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ადეკვატური კომპენსაცია.მათივე ინოფორმაციით, 6 მაისს უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ფული და ძვირფასი ნივთები დაუბრუნა. უნგრეთში უკრაინის ელჩმა ფედირ შანდორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ დამნაშავეების დასჯაც.

პენიტენციური დაწესებულება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ის სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.უწყების ცნობით, ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.მათივე ინფორმაციით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხოშტარიას რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით.პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარიას, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა – დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ინვალიდიზაცია

ელენე არის ძალიან ცუდად! რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში,- ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად ზიანდება და მას ეს „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო პატიმრობასთან ერთად მიუსაჯა.„დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლო-ბოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისა და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის, ეს უმძიმესი ვითარებაა.ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა, მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად დაასახელა

ევროლიგის 2025-26 წლების სეზონი 24 მაისს „ოლიმპიაკოსის“ ჩემპიონობით დასრულდა. ამ ორგანიზაციის მოთამაშეთა ასოციაციამ სეზონი შეაჯამა და თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად აღიარა.ამ მოვლენას „ბარსელონას“ ფეისბუქიც გამოეხმაურა და პოსტის ქვემოთ მიაწერა: „დიდებული ხარ, თოკო“.შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ევროლიგის პლეიინში დამარცხდა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში ფინალურ სერიას თამაშობს. სერიის პირველი მატჩი „ვალენსიასთან“ 18 ივნისსაა, პირდაპირ რეპორტაჟს 22 საათზე პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

რომის პაპი – იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა, რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი რჩება, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს მოლაპარაკებების გზით და არა...

რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული  შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.ლეო XIV-მ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რადგან მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით“, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის საბოლოო დასრულება.„იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა“,  – აღნიშნა პაპმა.პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო დავების გადაწყვეტა, სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უნდა ხდებოდეს.

ბოლო სიახლეები