ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ხატია თვაურის მკურნალობის ფინსანსურ უზრუნველყოფას ითხოვენ.
მანამდე 18 წლის პაციენტის ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვეა კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ.
მათ მკურნალი ექიმის ნახვა და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს იმის შესახებ, თუ რა დაემართა 5 თვის წინ გოგოს, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ხატია თვაურს ცხვირის ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში 7 სექტემბერს გაუკეთდა.
ოჯახის წევრები დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ და შესაბამის ორგანოებს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.