ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ხათუნა სამნიძე: ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვა გზავნილებით მიდიან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას და არა საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„მეუბნებიან, რომ ვერ გავიგეთ, როგორია თქვენი გზავნილი: თქვენ ამბობთ, თავს იკლავთ, რომ გჭირდებათ სტატუსი, ეს სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლება მიდის და მოდის, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას – შენ ამას მეუბნები, რამდენიმე შენი კოლეგა, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, რომლებიც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს კონკრეტული ვიზიტები კონკრეტულ დედაქალაქებში და, ამ დროს, არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ხელს უშლიან ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ამას პირველად ვამბობ ეთერში თქვენთან, ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო დღეებში, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ დიახ, ეს ასე ხდება. მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, თქვენი ეთერითაც და ისედაც ვთხოვო, გასაგებია, ვიცით უკვე ვისზე და რაზეა საუბარი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას უთხრან საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომ ეს არის სწორი. მათ იციან, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

თურქეთშიდღეს მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო სიახლეები