შაბათი, აპრილი 11, 2026

ხათუნა სამნიძე: მედიატორის დოკუმენტით არცერთი მხარე 100%-ით არ მიიღებს იმას, რასაც ითხოვდა

მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც კრისტიან დანიელსონმა თქვა, არცერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ყველა მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესს, ამის შესახებ დანიელსონმა გვითხრა. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდებიან“, – განაცხადა სამნიძემ.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედია – ბუდაპეშტში ორბანის წინააღმდეგ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

ბუდაპეშტში ორბანის წინააღმდეგ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.აღინიშნება, რომ პარასკევს, 10 აპრილს, ბუდაპეშტში 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ფართო მოედანსა და მიმდებარე პროსპექტებზე, რათა დასწრებოდნენ უნგრეთის ყველაზე პოპულარული შემსრულებლების კონცერტს, რომელზეც მოქალაქეებს კვირას, 12 აპრილს, არჩევნებში მონაწილეობისკენ და პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ.აღინიშნება, რომ 50-ზე მეტმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა ყველა შემსრულებელი მუსიკას ორბანის მთავრობასთან უთანხმოების გამოსახატად იყენებდა, თითო-თითო სიმღერა შეასრულა შვიდსაათიანი “სისტემის დამანგრეველი კონცერტის” განმავლობაში.შეკრებილი ხალხი ხშირად სკანდირებდა მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს, მათ შორის Ruszkik haza! (“რუსებო, წადით სახლში!”), რომელიც უნგრეთის 1956 წლის ანტი-საბჭოური რევოლუციის რეფრენია, რომელმაც ახალი შინაარსი შეიძინა იმის ფონზე, რაც ორბანმა მოსკოვთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ძიება დაიწყო.“სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის” თქმით, რომელმაც ღონისძიება დააორგანიზა, ყოველი შესრულებული სიმღერა “კორუმპირებულ რეჟიმს აკრიტიკებდა” და მიზნად ისახავდა “ამომრჩეველთა ფართო მასებისთვის ეჩვენებინა და ეგრძნობინებინა, რომ დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა”.

სასულიერო პირი მრევლს სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს

აღდგომის ღამეს ჯვრით მსვლელობისთანავე ეკლესიიდან გასვლის გავრცელებული პრაქტიკა მორწმუნეებს შორის სერიოზული შეცდომაა. - ამბობს მართლმადიდებელი მოძღვარი. მისი თქმით, ეს დღესასწაულის არსის არასწორად გაგებაზე მიუთითებს.ჯვრით მსვლელობა თავისთავად არ არის მიზანი; ის მხოლოდ სადღესასწაულო ცისკრის დასაწყისია... ლიტურგიის დაწყებამდე წასვლა ყველაზე მნიშვნელოვანის გამოტოვებას ნიშნავს.მან განმარტა, რომ ეკლესიის დახურულ კარებთან ჯვრით მსვლელობის კულმინაცია მხოლოდ წირვის ძირითად ნაწილზე გადასვლაა. ამის შემდეგ იწყება სააღდგომო ცისკარი და ლიტურგია, სადაც ზიარება ხდება - მორწმუნეებისთვის ცენტრალური მოვლენა.ღვთის მსახურის აზრით, აღდგომის სიხარულის სისავსე მხოლოდ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით არის შესაძლებელი.

ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

დონალდ ტრამპი – აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს, ეს საერთაშორისო წყლებია, სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ ისინიც დაგვეხმარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს „საკმაოდ მალე“ გახსნის.ტრამპის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვას საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია.აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ჰორმუზის სრუტე ისედაც გაიხსნება, რადგან სხვაგვარად ირანს ვაჭრობა და შემოსავალი არ ექნება.„შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს. ეს საერთაშორისო წყლებია. სრუტე ისედაც გაიხსნება. მარტივად: თუ ვერ გაყიდიან, ვერ გამოიმუშავებენ. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლა კი, ტრამპის თქმით, უკვე განხორციელდა.ჟურნალისტის კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ სარეზერვო გეგმის საჭიროება არ არსებობს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 12 დაშავდა.დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები