ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

ხაზარაძე ივანიშვილს: გამოაქვეყნე რამდენი გყავს დასაქმებული, გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული

როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანონმორჩილება. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში მერე მე გამოვიტან და ვანახებ, რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე. ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია ბიძინა ივანიშვილი, უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედიაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეთში რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ, არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ. ამას თუ ქართველი ხალხი გაპატიებს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენი ბიუჯეტის მოპარვა არავის არ უნდა შევარჩინოთ, ეს არის კანონის უზენაესობა”,- ამბობს ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“  განაცხადა.როგორც მთავრობის კობახიძემ აღნიშნა, ამ ორპირი ქარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე.„ეს იყო საქართველო, პირველი, 2008 წელს, ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ხელშეკრულების მე-5 მუხლით და მეორე მხრივ, ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმვა და ეს ასეც მოხდა. ჯერ იყო საქართველო, სააკაშვილის  მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ იყო უკრაინაში „მაიდანი“, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ მეორე ომი, უკვე 2022 წელს. რასაც ვფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას,   თან ეს იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი ქარის პოლიტიკა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ენით აღუწერელი ემოციაა, ვერც დაგეგმავ ასეთ რამეს, იმხელა ძალა აქვს ფეხბურთში განცდილ სიხარულს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ენით აღუწერელი ემოცია მიანიჭა ყველას, ერი გააერთიანა და გვაჩვენა, თუ რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს.„ეს არის ენით აღუწერელი ემოცია, ეს ხომ ვიცი, როგორც ფეხბურთელმა, რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს, რომ ეს ყოველთვის შეუძლია. ჩემს კოლეგებთან ყოველთვის ამაზე მქონდა საუბარი, რომ ვერც დაგეგმავ ასეთ რამეს, იმხელა ძალა აქვს ფეხბურთში განცდილ სიხარულს. ამდენი ბედნიერი ადამიანი რა სფერომ და პროფესიამ ,შეიძლება გააერთიანოს და ასეთი დიდი სიხარული მიანიჭოს დღევანდელ ეპოქაში სახელმწიფოებს, ერს და მოქალაქეებს?! ამ ემოციაში და ეიფორიაში ვიყავი, როგორც რიგითი გულშემატკივარი სტადიონზე, თავისთავად და მერე მთელი ღამე ჩემს შვილებთან ერთად არ გავჩერებულვარ, ავტომობილით ვმოძრაობდი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.როგორც სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.ჯამურად, 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა – ნახევარ მილიარდამდე (502,5 მლნ) აშშ დოლარი.

გურამ მაჭარაშვილი: 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის სურს დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები – გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი,...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პასუხი ყველამ უნდა აგოს.„4-მა ოქტომბერმა ერთი მხრივ აჩვენა ის, რომ საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.მეორე მხრივ, გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთების სიზუსტით გამოაცხადა ის მტკიცებულებები, სადაც 4 ოქტომბერს დამხობის პროცესს, როგორც ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს დამხობის პროცესში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მიხეილ სააკაშვილი: ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე

აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება.„ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.და საერთოდ, აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება

ბოლო სიახლეები