სამშაბათი, მაისი 26, 2026

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულებულია. რვასაათიანი განხილვის შემდეგ ცესკო-მ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა. პერიოდულად, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ფარულავას ცესკო-ს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის დახმარებით დარბაზი დაატოვებინა.

რა სახის დარღვევებზე მიუთითებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რა სახის მტკიცებულები წარადგინეს მათ სხდომაზე – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ყოველი ერის ისტორიაშია თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ერისთვის ასეთია 26 მაისი

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაშია თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს,  ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე 26 მაისია.„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და, საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი დედაეკლესიამ შეასრულა.„ამ ურთულეს გზაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ – ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა, საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე – საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს

26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება, დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.„ძალიან დიდია მნიშვნელობა იმისა, რაც თქვა მერაბ კოსტავამ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წუთითაც არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ყოველთვის იქნება საშიშროება დაკავშირებული სუვერენიტეტის მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ან ვიწრომასშტაბიან შეზღუდვასთან. არცერთი ფორმით, არცერთი საშუალებითა და მიზნით არ უნდა იქნეს შეწყნარებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაუფრთხილებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.„უპირველესად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ქვეყნის იდენტობის მთავარ ფაქტორად დაასახელა რწმენა და ენა. ყველა ქართველი აცნობიერებს, რაოდენ დიდია ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისა და ჩვენი რწმენის ისტორიული მნიშვნელობა. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რამაც შეგვინარჩუნა უზარმაზარი ძნელბედობების პერიოდში ის, რასაც ქართველობა ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის განცხადებით, საზოგადოება უნდა ემადლიერებოდეს ისტორიას, კარგად ესმოდეს აწმყო და მომავალს იმედით უყურებდეს.

მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოებისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც მილოცვაშია აღნიშნული, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს - 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

საფრანგეთის ელჩი – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს, საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მისივე თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში.საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ბოლო სიახლეები