ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026

შიო მესამე – მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომლებიც თავს დაატყდა საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, ილია მეორე ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია, უდრეკად მიისწრაფოდა უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი

დღეს შეკრებილნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი დიდი მეუფე და მამაი ჩვენი ილია, მისი ღვაწლი, მისი პიროვნება და გამოვხატოთ მადლიერება და სიყვარული მის მიმართ. ღმერთმა დალოცოს მისი სული და სასუფეველსა ცათა დაამკვიდროს, განუსვენოს, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ სახარებიდან დღეს წაკითხული ეპიზოდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა გაიხსენა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ილიაობას!

დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება.

ამ დღეს ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვულოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს.

ეს სამი დიდი მოღვაწე, რომლებიც ჩამოვთვალე, ცხოვრობდა სრულიად სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მათ აერთიანებდა მთავარი რამ – ისინი იყვნენ სულიერი წინამძღოლები თავიანთი ერების, ხალხების, დიდი მოშურნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წინ აღუდგნენ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ღირებულებების გადარჩენის საქმეში.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, ვინაიდან დღეს აღინიშნება თხოთის მთაზე მომხდარი სასწაული, რომელიც შეემთხვა წმინდა მოციქულთა სწორ მეფე მირიანს. როგორც გახსოვთ, სწორედ ამ სასწაულმა განაპირობა მისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; ამ სასწაულის მერე გადაწყვიტა მან გაქრისტიანება და შემდეგ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად.

ამ დიდი მოვლენის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ ამ წელიწადს. ამდენად, ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის.

ბევრი რამის თქმა გვინდა დღეს მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე. ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ამას აღვნიშნავდით დიდი მადლიერებითა და სიყვარულით, მაგრამ თქვენი ყურადღება, მინდა, გავამახვილო მის განსაკუთრებულ თვისებებზე მისი ცხოვრებიდან, მისი ღვაწლიდან, რომლებიც საოცრად ეხმიანება დღეს წაკითხულ სახარებას.

დღეს თქვენ მოისმინეთ ეპიზოდი ზღვაზე სვლის სასწაულის შესახებ. როდესაც მაცხოვარმა ხუთი პურით და ორი თევზით დააპურა ხუთი ათასი კაცი, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“, – როგორც სახარება აზუსტებს (მთ. 14, 21),  – შემდეგ ეს ხალხი გაუშვა, დაითხოვა და მოციქულებს უბრძანა, გენესარეთის ზღვა გადაეცურათ მის გარეშე, გენესარეთში მისულიყვნენ, ის კი დარჩა განმარტოებით სალოცავად.

შუაღამეს ატყდა საშინელი ქარიშხალი, მოციქულები კი იყვნენ ზღვაში ნავით, რომელიც ძალიან ირყეოდა ქარისაგან, რადგან როგორც ამბობს მათე მახარებელი, „პირქარი უბერავდა“. უეცრად ისინი ხედავენ, რომ უფალი იესო ქრისტე მათთან მოდის ზღვაზე სვლით და ძალიან შეეშინდათ, იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავდნენ, მაგრამ უფალმა უთხრა: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით!“. პეტრემ უთხრა: „თუ ეს შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენკენ წამოვიდე“. „მოდი“, – უთხრა უფალმა. პეტრეც გადავიდა ნავიდან, დაიწყო სიარული, მაგრამ რომ დაინახა ეს ქარიშხალი, საშინელი ხმაური, რომელიც თან ახლდა ამ ქარიშხალს, შეეშინდა, დაიწყო ჩაძირვა და შიშისგან წამოიძახა: „მიხსენ მე, უფალო! შემეწიე!“. უფალმაც უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?!“ – გაუწოდა, მოჰკიდა ხელი, ნავზე აიყვანა და ქარიშხალიც ჩაცხრა. ისინი მაცხოვართან ერთად გავიდნენ გაღმა და მივიდნენ ქალაქ გენესარეთში (მთ. 14, 22-34).

ასეთი ეპიზოდი იყო წაკითხული სახარებიდან, რომელიც უნებლიეთ საოცრად გვაგონებს ჩვენს ცხოვრებას, სავსეს ამ ცხოვრებისეული ქარიშხლებით, რომლებიც ეკვეთებიან ჩვენს რწმენას, ჩვენს სინდისს, ჩვენი გულის საუკეთესო მისწრაფებებს და ლამობენ, ჩვენი პატარა ნავი ჩაძირონ.

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ხსნა არსაიდან არის, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვასწავლის, რომ ყველანაირ ქარიშხალში, ყველანაირ ღელვაში გაისმის უფალ იესო ქრისტეს ეს მანუგეშებელი, სანუკვარი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით!“

თუ გავიგონებთ ამ სიტყვებს, თუ პეტრეს მსგავსად გავემართებით უფლისკენ, გვექნება მისწრაფება მისკენ, ის აუცილებლად ჩაგვკიდებს ხელს, შემოვა ჩვენს ნავში და გავხდებით მისი თანამგზავრები, ქარიშხალიც აუცილებლად ჩაცხრება და ის მიგვიყვანს მშვიდობიან ნაპირთან; მისი რწმენა, მისი მადლი და ძალა მიგვიყვანს იმ მიზანთან, რისთვისაც ვცხოვრობთ, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი და დანიშნულნი.

ოღონდაც რა უნდა გვქონდეს, ძვირფასო ძმებო და დებო?! – ოღონდაც არ გვიმტყუნოს ამ სულიერმა სმენამ, რათა ყოველთვის გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „მე თქვენთან ვარ, გამხნევდით, ნუ გეშინიათ!“

როდესაც ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მას საოცრად გამოარჩევდა ეს თვისება – მას არასდროს უმტყუნა ამ სულიერმა სმენამ და ყოველთვის ესმოდა უფლის სანუკვარი სიტყვები: „მე თქვენთან ვარ, გამხნევდით და ნუ გეშინიათ!“.

ის მთელი სიცოცხლე იღვწოდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გაეგონა ეს სიტყვები, არამედ მთელ ერს, მთელ ქართველ ხალხს რომ გაეგონა უფლის ეს სიტყვები. მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომლებიც თავს დაატყდა საქართველოსა და ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ამ ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართავდა ეკლესიის ხომალდს ასეთი ურყევი რწმენით და შემართებით და ჩვენ, ყველას, მის სულიერ შვილებს, დაგვიტოვა გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის დიდად ვმადლობთ მას, მთელი ქართველი ერი მადლობს და პასუხობს დიდი სიყვარულით, დაფასებითა და ერთგულებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და დასაფლავების დღეებში.

დღეს შეკრებილნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი დიდი მეუფე და მამაი ჩვენი ილია, მისი ღვაწლი, მისი პიროვნება და გამოვხატოთ მადლიერება და სიყვარული მის მიმართ. ღმერთმა დალოცოს მისი სული და სასუფეველსა ცათა დაამკვიდროს, განუსვენოს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დღესასწაულს. წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: მარკოიშვილებს, კანდელაკებს, სიმსივეებს და ინდაშვილებს. ღმერთმა გახაროთ, გაგაძლიეროთ და გამრავლოთ. ამინ!“ – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასტიკი მკვლელობა ყვარელში – მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი.„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და მოგვიწოდებია ყველასთვის, მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმს როგორ ანახებ შენს თავს. ხომ ჰქონდათ მოლოდინი 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინც შევიდნენ, ამით თავს გადაირჩენდნენ ოლიგარქიული სისტემისგან, პარლამენტში შესვლაც ხომ თავის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი იყო გახარიას მხრიდან. ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, არის თანმიმდევრულობა. ახლა არ ვიცი, რა არის მიზანი სარჩელში გახარიას პარტიის დამატების. როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ნათლად მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ სარჩელით ივაჭროს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ივაჭროს იმაზე, რომ პარტიების აკრძალვა-არააკრძალვის საკითხი დაიყვანოს ბიძინა ივანიშვილის სანქციების მოხსნა-არმოხსნაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩევლისთვის არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.

კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე – ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე - მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.კახიშვილის თქმით, მისი უფლებამოსილება იყო ყველა კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედიოდა.“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

გიორგი ხოჯევანიშვილი – ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ჩორჩანაში საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური ღონისძიება და მე არ წარმოვადგენდი...

წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.“არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს.საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რაც შეეხება, წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო. ბორდერიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი პროცესია, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მალე დასრულდება, თუმცა, სანამ ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს, ამ რეალობას თან ახლავს მსგავსი საკითხებიც”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!…“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:1) შვილი უნდა მოგიკლან!2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!მე-2 და მე-3 არ არსებობს!შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.სიმართლე არის შემდეგი:დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!არის ტელეფონი, არ არის განჩინება!ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.საჭიროა ორივე ერთად:ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.ავხსნი ყველაფერს!ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!უმთავრესი და უპირველესი რამ:გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა. მაგასაც გეტყვით.გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან. რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის. თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ: 1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს. 2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს. 3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე. ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!........დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა! არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.

ბოლო სიახლეები