ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

შემზარავი ფაქტები სანდრა რულოვსის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ

სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას “სიკვდილის” სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ.

რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია.

სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით – კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად.

როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება ჭირდა. რასაკვირველია გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩატარებული ოპერაციებით სერიოზული თანხა მიედინებოდა ვიღაცის ყულაბაში, თუმცა მაინცდამაინც საშვილოსნოებით და საკვერცხეებით რომელ გველეშაპს კვებავდა სანდრა, დღემდე გაურკვეველია…

პატიმარი ქალები სანამ აღნიშნულ საკითხზე ფიქრობდნენ გველეშაპმა ყაურმა მოინდომა და ფილტვის ოპერაციების სერიაც დაიწყო… (აღნიშნულ საკითხსაც შევეხები)
ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, “გლობალ ფონდიდან”, “იუესაიდიდან” და ა. შ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსისჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.

სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძეიყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა.

მართალია ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და.. “100 საავადმყოფოს” პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამბობენ, დღემდე არ დაწყებულა. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება “ქველმოქმედი” ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.

“ტუბერკულოზის პროგრამაც” ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა.

ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ, ან არ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდაღთ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო “ძაღლის თავიც დამარხული”, ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკით მაინც.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.

ახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ტუბერკულიოზს ასახელებდა, ასევე გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა ც ჰეპატიტი აღენიშნებოდა; ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა არათუ მოგვარდა. (სწორედ აღნიშნულ პერიოდში შემოაქვს სანდრას დოც და დოც+პროგრამა), ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა “სიკვდილის ექსპორტს” – როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ.

ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. იმავე ანგარიშში არაერთი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.ფილმში “ჰეროკრატია” მეორე ნაწილი, ციხის ექიმის და ნაწამები პატიმრის შეხვედრით მთავრდება ექიმი ნაწამებ პაციენტს დაზიანებებს თვალნათლივ ხედავს, მაგრამ ფორმა 100-ში არ უფიქსირებს, სამაგიეროდ ეუბნება, რომ “ტუბი” სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ სპეცზონაში უშვებს იმ იმედით, რომ იქ “აიკიდებს” .

სანდრას “ბიზნესს” ნაცხროვა “ნედლეულით” დიდი მონდომებთ ამარაგებდა. აღნიშნულ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 25.000 ზე მეტი იყო აქედან 3.000 ქალი…

საქართველოს და ქართველების “სიყვარულით” დამდნარი წყვდიადის დედოფალი სანდრა 2010 წელს როცა პატიმრების რაოდენობამ და მათმა სიკვდილიანობის ციფრმა პიკს მიაღწია ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და გზად პოლონეთში შეივლის (საინტერესოა ვის და რის ხარჯზე მოგზაურობდა განუწვეტლივ) ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალთა რუსთავის მეხუთე დაწესებულებას ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდა “ბანდასთან” ერთად იმ დღეს მინისტრს დაბადების დღე ქონია და “დაღლილი”  ხათუნა პარიზში “გაუტაცებია”  პრეზიდენტს. იქ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს დაქანცულ მინისტრს ვინ იცის

მე სარწმუნო წყაროდან გავიგე ეს “სათუთი” ამბავი, რომელსაც სანდრაც აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ნაკლებად შეიმჩნევდა ჯაშუშობა ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს… ასე რომ ჯანდაცვის საკითხებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზეც წლების განმავლობაში ექთანი გვიწყვიტავდა, ექთანი რომელსაც ქმარი ნაცელიტის მახინჯმანებს ლამის თავზე “იმასშვებოდა”…

2010 წლიდან 2012 წლამდე კარგად მომზადდა ნიადაგი სასჯელაღსრულების სისტემაში “ტუბის” ახალი პროგრამით პატიმრების დასაჩმორებლად და დიდი თანხების გასათეთრებლად. ქონდა თუ არა პატიმრებს ტუბი მაინც აღრიცხავდნენ, რათა “დოცი ” და “დოც+” პროგრამა წარმატებით შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში სანდრას პატრონაჟით და ადამიანების გვამებზე და ძვლებზე სიარულით ათეულობით მილიონით შეევსო “ოჯახის”  ყულაბა.

ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ ასე, რომ ციხე და კოლონია ტუბერკულიოზის გასავრცელებლად და “სახეიროდ” შესაფერისი ადგილი გახლდათ. 2012 წლის მაისში მედიის საშუალებით” პიკასო ფერებში” გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ გახსნეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმატუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი, სადაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა.სიამაყით განაცხადეს, რომ ცენტრი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც აუცილებელი იყო გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 97-საწოლიანი საავადმყოფო დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში სპეციალური გადამზადება გაიარეს.

ასევე სიამაყით განაცხადეს, რომ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებდა, რომლის ფარგლებშიც, დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში პაციენტები უფასოდ ისარგებლებდნენ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.

და ყველაზე საინტერესო – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია “სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია – აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.

ტუბერკულოზით დაავადებების სტატისტიკამ-ციხეებში სანდრას გააქტიურების შემდეგ მოიმატა.

2010-895 შემთხვევა.

2011-800-შემთხვევა.

2012 წელს 457 შემთხვევა და აღნიშნულ ორ წელიწადში 284 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი რამდენს სიკვდილის წინა დღეს ან რამდენიმე საათით ადრე უშვებდნენ, რომ მიცვალებული ნაკლებად “დაწეროდათ”

“მაღალკვალიფიციურ პერსონალს”  რომ გესტაპოს სკოლა გაატარეს ფაქტია მეც კარგად მახსოვს და მამაკაც პატიმრებსაც ემახსოვრებათ “მაღალკვალიფიციური პერსონალი” თინა მახარაძე კოორდინატორი ” ტუბიდან”  რომელიც #6 დაწესებულებაში, დამწყვდეულ საკანში პატიმრებს “დოც+” ფარგლებში “ქსდეარს” ქიმიოთერაპიით “მკურნალობდა”.

წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მიყენებული ტკივილების აღწერა, უჰაერობაში, შესაბამისი კვების და ყურადღების გარეშე, გაუსაძლისი ტკივილითსანდრას ექსპერიმენტს ციხე კოლონიაში თინა მახარაძე კურირებდა.

მე პირადად მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონდათ მცდელობა ჩემი ინფიცირების. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით გადავრჩი.

აშინდელი სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მარწმუნებდა რომ იქსდეარით ვიყავი ინფიცირებული არსებობდა ეპიდემიის საფრთხე და საჭირო იყო ჩემი იზოლაცია და სტაციონარში კვლევის გაგრძელება. მაშინ გამიჭირდა დამეჯერებია, რომ ადამიანები ვინც მიშას და სანდრას გვერდით იდგნენ მხოლოდ ცოფიანი მხეცის ინსტიქტით მოქმედებდნენ.

გამივრცელეს დეზინფორმაცია რომ ჩემი დაავადება დაფრინავდა, რომ მქონდა ფილტვზე კიბო და რამოდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ძნელია ადამიანმა წარმოიდგინოს ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რა ემართება პატიმარს, ჯერ ერთი აღარც თავისუფლება უნდა, რადგან ოჯახის წევრები არ დააინფიციროს, ყოველდღიური ქიმიოთერაპიით დაუძლურებლ სხეულს, სულიც გათიშული აქვს და მისთვის ყველაფერი სულერთია იმ გაუსაძლისი ტკივილის ტაყუჩების გარდა, რომელსაც წყვდიადის დედოფალი დატრეინინგებულ ვამპირების დახმარებით ექსპერიმენტების, გამდიდრების და მხეცური ჟინის დასაკმაყოფილებლად გაყენებს…

მოკლედ მყისიერად აღმოვჩნდი სანდრას გახსნილ ნაქებ საავადმყოფოში სადაც პატიმრებისთვის სამი საკანი ყოფილ მორგის შენობაში იყო განთავსებული იქ, კიდევ ერთმა დატრეინინგებულმა ექიმმა გვარად (ერისთავმა) მომახსენა რომ დაავადება რომელიც მე მჭირდა არ იკურნებოდა შეიძლება ექვსი თვე მეცოცხლა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებიც.

თუმცა სამი წელი უპირობოდ უნდა მიმეღო ქიმიური პრეპარატები. მითხრა რომ ფილტვები უკვე დაშლის ფაზაში მქონდა…

უფლებადამცველმა სალომე აბულაძემ საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე მომაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა თოდუას კლინიკაში ჩემი გაყვანა და მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, დიდი ბრძოლის შემდეგ გამიყვანეს და დასკვნაში “ინატრე ფილტვი” ჩამიწერეს. “ოპერაცია ფილტვის” შესახებ წერდა ” ასავალ-დასავალი”  დან ზაზა დავითაია. ასევე ჩაერთნენ ჩემი მეგობრები და ფილტვის ოპერაციის იძულებით გაკეთება ვეღარ გაბედეს. (ვისაც გაუკეთეს დღეს ცოცხალი აღარ არის)თუმცა რუსთავში დამახვედრეს სპეციალურად ჩემთვის აშენებული ციხე – ციხეში. რომლის” დიზაინიც”  მისვლისთანავე დავწვი და დავლეწე.

ამიტომ ზამთრის გატარებამ ნახევრად დახურულ კარში მომიწია. ერთი თვის შემდეგ უარი განვაცხადე ქიმიური პრეპარატების მიღებაზე, რადგან თერმომეტრზე ტემპერატურა 34 ქვემოთ მიფიქსირდებოდა და აგვისტოში – ვიყინებოდი. წნევა 45/30 ზეც მქონია და ვერაფრით მირეგულირებდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია აღარ მიმეღო ქიმიური პრეპარატები რადგან არაფერი მჭირდა და მიზეზი რატომაც მომიგონეს აღნიშნული დაავადება მე უნდა მცოდნოდა..

თინა მახარაძემ გააპროტესტა ჩემს მიერ პროგრამის მიტოვება “დოც+”  55000 ევროთი ფინანსდება (ანუ მაგ თანხას თითო ადამიანზე თვლიდა) და დამემუქრა ორ თვეში, მკურნალობის იძულების წესით კანონს მიიღებენო და მაშინ კი ვასროლინე კუდით ქვა და ხურდათ ფსიქიატრს ყოველ კვირას მიგზავნიდა არადა მათ მიერ დოზის გადამეტებით დანიშნული.

პრეპარატის ანოტაციაში ფატალურ სავარაუდო შედეგთან ერთად ხანგრძლივი დროით ცენტრალური ნერვიული სისტემის დეზორგანიზებაც იყო ნახსენები (ციკლოსერინა). იყო შემთხვევა როცა თერთმეტ პატიმარ ქალს “კოლექტიურად აღმოუჩინეს” ტუბი (ჩემს შემდეგ)თერთმეტივემ გადაამოწმა ადვოკატის დახმარებით და არცერთს არ აღმოაჩნდა.

ასე, რომ ჩემს ბრძოლას მიშას და სანდრას სანატორიუმში უშედეგოდ არ ჩაუვლია. იძულებით მკურნალობის დაკანონებას ვერ მოესწრნენ რადგან ორ თვეში ნაცმოძრაობაც დამარცხდა “ტუბის აღმოჩენა”  სარფიანი საქმე გახლდათ ნაცბანდისთვის იზოლაციაში აქცევდნენ დაუმორჩილებელ პატიმრებს, ათეთრებდნენ დიდ თანხას, სიცოცხლეს ართმევდნენ ახალგაზრდებს ვითომ მოურჩენელი დაავადების წყალობით, ორგანოებს აცლიდნენ და სად მიჰქონდათ დღემდე გამოუძიებელია…

სამწუხაროდ სააკაშვილის ხროვის მიერ ნაწამებ გაუბედურებულ პატიმრებს, სანდრას სასიკვდილო ექსპერიმენტიც ემატებოდა რის შედეგადაც უამრავმა პატიმარმა დაასრულა სიცოცხლე სიკვდილის ანგელოზების (ბადრაგების)მეთვალყურეობის ქვეშ.

რამოდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ნინო ჯღარკავამ მიშა “მოიკითხა”  და შემაძრწუნებელი პოსტი გაავრცელა რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ-

” ესეც კინოაა შე ჩასაძაღლებელოო სააკააშვილოო? თამაზ დადვანი.. ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო… არ ეპუებოდა არ უთმობდა…
უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს ძალიან ცუდად არის შედი ნახეო, რომ შევედი სავადმყოფოში იყო, დაბერებული 23 წლის, 50 წლისას გავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი აქ გდმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულიოზი აქვს არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა… არ ეგონათ მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა ასე უცბათ როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე არავინ იყო, `რენიმაცია~ იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები…
ხმაამოუღბლად, ექიმი ვნახე მისი, თვალები გაუფართოვდა იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი… მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ….იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია…. მერე… ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო…. ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო…
ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია… რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფარულად დაგვემუქრა….

ალბათ ეს იმის ნახევარია რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად.”

-ეს ტაბლეტები სწორედ ის ქიმიური პრეპარატებია რომელსაც დოზის გადაჭარბებით იძულებით ასმევდნენ ჯანმრთელ უტეხ პატიმრებს, აბა ყველას ცემაში ხომ არ დახოცავდნენ, შემდეგ ორგანოებს ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან უღებდნენ და გამწარებულ პატრონს სასწრაფო წესით ხელს აწერინებდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. ხო, რეანიმაციაშიც კი, ქალპატიმრებსაც ღამით ფეხზე ბორკილით აბავდნენ.

ათი ვირზილა, რომ გადგას თავზე ნაოპერაციევი სად გაიქცევი?

მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისთვის იყენებდნენ ამ ფაშისტურ საშუალებას.

არადა ძნელი წარმოსადგენია, ტკივილი, ციხე, ოპერაციით გამოწვეული დისკომფორტი და ბორკილი. ნეტა სანდრამ მიშას თვალებში თუ ჩახედა, თუმცა მათი გული და თვალი რამ გაყო ერთი ვამპირის სისხლი უბუყბუყებს ორივეს.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც რომელიც ჯერ ტუბის ექთანს “გამოვტყუე”  და შემდეგ პირადად გადავამოწმე.

მოკლედ სანდრას გახსნილ ოთხმოცდაჩვიდმეტ ადგილიან საავადმყოფოში ვიღაც ხომ უნდა დაწოლილიყო?

მცირე რაოდენობის ადამიანების `დაგოიმებაც~ მოახერხეს თუმცა უმრავლესობა უბინაო, სოციალურად დაუცველი ადამიანები იწვნენ ღამით ისინი რვა საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ შემდეგ ალაყაფის კარები იკეტებოდა.

აჭმევდნენ დღეში სამჯერ მედიკამენტს არ იღებდნენ, თუმცა მიღებას იქაური წესით ექთანი ესწრებოდა.

დღისით გადიოდნენ ტერიტორიიდან თითქმის ყველა გარევაჭრობით იყო დაკავებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ატიპური ტუბერკულიოზის ფორმა მკურნალობის სამწლიან კურსს ითვალისწინებდა.

აღნიშნულის შესახებ რასაკვირველია მედპერსონალიც საქმის ყურში იყო და ტექნიკური პერსონალიც. სანდრას ზეობის ხანაში მიღებული ფორმა იყო რამოდენიმე ადამიანს ათასობით გასამრჯელო, დანარჩენებს კაპიკები ჰოდა სწორედ ექთანმა “გამანდო” საიდუმლო რომელიც შემდეგ გადავამოწმე და სხვა თანამშრომლებმაც დამიდასტურეს და სხვა უტყური ფაქტებიც მოვიპოვე…

ქეთევან ზარნაძე

“საერთო გაზეთი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაღლითობის ქართული კვალი – რუსი კრიპტოს გურუს მრავალმილიონიანი აფიორა, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი კევინ სპეისი და ილონ მასკის დედა ფიგურირებენ

ვინ არის ლადო ოხოტნიკოვი?  ვლადიმერ ოხოტნიკოვი, ცნობილი მეტსახელად „ლადო“, დაიბადა საბჭოთა ყაზახეთში და ბავშვობა რუსეთში გაატარა. მისი ვებგვერდის თანახმად, მამამისი, მოჭიდავეთა მწვრთნელი იყო, მას ჭიდაობას ასწავლიდა, რასაც თავად ოხოტნიკოვი მისი სიძლიერისა და გამძლეობის წყაროდ მიიჩნევს.2000-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში კინოგადაღების სწავლების დასრულების შემდეგ, ოხოტნიკოვმა ვერ შეძლო კინოინდუსტრიაში მოხვედრა და კარიერა მარკეტინგში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რუსეთიდან საქართველოში გადასახადებისგან თავის ასარიდებლად გადავიდა. ფოტო 2024 წელს Meta Force-ის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც ოხოტნიკოვი ინვესტორებთან ერთად იწონებს თავს.სასამართლო განაჩენი თბილისში: 10 წლიანი პატიმრობა და ჩამორთმეული ქონება მაშინ, როცა ოხოტნიკოვი დუბაიდან ახალ სქემებს აორგანიზებს, საქართველოში მის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდა.2024 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ოხოტნიკოვს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ის Forsage-დან მოპარულ ფულს საქართველოში ათეთრებდა. თანხები ირიცხებოდა მინიმუმ 53 სხვადასხვა ანგარიშზე, რომლებიც მას და მის გარემოცვას ეკუთვნოდა.  საქართველოს პროკურატურამ ოხოტნიკოვზე საერთაშორისო ორდერი გასცა.სასამართლო მასალების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ოხოტნიკოვის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააყადაღა და ჩამოართვა, მათ შორის: Lexus-ის მარკის ჯიპი, ხუთი საპარკინგე ადგილი და ორი ბინა თბილისში, რომელთაგან ერთ-ერთს 28 კვ მეტრის აუზი აქვს. თაღლითობის მასშტაბები და ქართული კვალი გამოძიების თანახმად, ოხოტნიკოვი არის მასშტაბური კრიპტო-პირამიდების ავტორი, რომლებმაც ოთხ კონტინენტზე მილიონობით ინვესტორს 1 მილიარდ დოლარამდე გამოსძალეს.აშშ-ს პროკურატურა მას კრიპტო-პირამიდა Forsage-ის შექმნაში ადანაშაულებს, რომლის მეშვეობითაც 2020-2022 წლებში მინიმუმ $340 მილიონი მოიპარეს.თაღლითობის საქმეს ქართული კვალიც აქვს. გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოხოტნიკოვი დამნაშავედ ცნო 1.1 მილიონი დოლარის გათეთრებაში, თანხა, რომელიც სწორედ Forsage-ის თაღლითური სქემიდან იყო მიღებული. კევინ სპეისი და რუსი კრიპტოს გურუს ჰოლივუდური გამბიტი აგვისტოს ერთ წყნარ საღამოს, როდესაც ვენეციის კინოფესტივალზე ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ლეგენდარულ სასტუმრო „ჩიპრიანიში“ დახურული წვეულება იმართებოდა. ყურადღების ცენტრში კევინ სპეისი იყო ოსკაროსანი მსახიობი, რომლის კარიერაც სექსუალურ სკანდალებს ემსხვერპლა.თუმცა, ამ საღამოს მთავარი გმირი კადრს მიღმა დარჩა. საუბარია შემქმნელზე 47 წლის ვლადიმერ ოხოტნიკოვზე (მეტსახელად „ლადო“), რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილი კრიპტო-თაღლითია. რუსი თაღლითის ახალი გეგმები მართლმსაჯულებას გაქცეული ოხოტნიკოვი ამჟამად დუბაიში იმალება, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს. სწორედ აქ წამოიწყო რუსმა თაღლითმა ახალი პროექტი, ფილმი სახელწოდებით - „Holiguards Saga The Portal of Force“, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს.ექსპერტები ამბობენ, რომ ოხოტნიკოვის გათვლით, სპეისის მონაწილეობა ფილმს საერთაშორისო ყურადღებას მოუტანს და მას ახალი ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარება. და სანამ მსოფლიო კევინ სპეისის ეკრანზე დაბრუნებას აკვირდება, კადრს მიღმა ახალი, საეჭვო კრიპტო-პროექტი ფორმირდება. ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კითხვებს არ პასუხობს. თუმცა, მისი მონაწილეობა ფილმს სანდოობის იერსახეს სძენს.ცნობილი ადამიანების გამოყენება ოხოტნიკოვის ბიზნესმოდელის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებამ კრიპტოტრანზაქციების სისწრაფემ და ანონიმურობამ მას საშუალება მისცა, ინვესტორები „სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების“ დაპირებებითა მოეზიდა და მოეტყუებინა.ჟურნალისტებმა აშშ-დან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ოხოტნიკოვის ბიზნესგარიგებების ახალი დეტალები გამოააშკარავეს. გამოძიება ჩატარდა პროექტის „The Coin Laundry“ ფარგლებში, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 37 მედიაპარტნიორთან ერთად აწარმოებს. გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ მდიდრდება კრიპტო-ინდუსტრია უკანონო ფინანსური ნაკადებით, მაშინ როდესაც ამ პროცესში დაზარალებულთა უმეტესობა სამართლებრივი შესაძლებლობის გარეშე დარჩა.ოხოტნიკოვის უახლესი სტარტაპი Meta Whale მაისში ჩაეშვა და 40 000 მომხმარებელი უკვე მიიზიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პლატფორმაც ფინანსურ პირამიდას ჰგავს.მიუხედავად უამრავი სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა, ოხოტნიკოვმა ინტერნეტ სამყაროში „ტექნოლოგიური გურუს“, „ბიზნესმენისა“ და „ბლოკჩეინის მქადაგებლის“ იმიჯი მოირგო, რომელიც ინვესტორებს მთავრობის ზედამხედველობის ბორკილებისგან გაათავისუფლებს ჰპირდება.ამჟამად, ოხოტნიკოვი მის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს. თავისი ბრენდების პოპულარიზაციაში კი მას 36 წლის უკრაინელი მარკეტოლოგის ელვირა გავრილოვას პიარ სააგენტო, Elledgy Media- ეხმარება. ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრილოვამ მდიდრული ღონისძიებები მოაწყო აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსი კრიპტო თაღლითს პროექტების წინ წამოსაწევად.ოხოტნიკოვმა და გავრილოვამ თავიანთი პიარ კამპანიისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის დედა, მეი მასკიც კი გამოიყენეს. ირკვევა, რომ პიარ-კომანიამ მეი მასკს $350,000 გადაუხადა, იმისათვის, რომ დასწრებოდა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და წვეულებაზე ფოტოები გადაეღო.ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მეი მასკმა იცოდა, რომ ოხოტნიკოვის ხელში მხოლოდ პიარ კამპანიის იარაღი იყო. სავარაუდოდ ის დაიქირავეს, როგორც ცნობილი მოდელი, რომლის გამოჩენაც ღონისძიებაზე თაღლითური სქემის გაპიარებას შეუწყობდა ხელს.მოგვიანებით მასკის დედა, სპეციალურად ოხოტნიკოვისთვის პროექტებისთვის შექმნილი ჟურნალის გარეკანზეც კი გამოჩნდა.

კახა კალაძე – რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით...

საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.კერძოდ, კალაძე გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.კახა კალაძის თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ნათელი გახადა.„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ არავის უნდა მოვუსმინოთ. რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ – არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან. შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიქტორ ორბანი – რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის გიჟური იდეა თუ განხორციელდება, ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ბრიუსელი ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას „გიჟური იდეა“ უწოდა.ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ულტრამემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე ორბანმა განაცხადა, რომ ამ აქტივების გამოყენებას ძალიან ცუდი გავლენა ექნება ბელგიურ კომპანია Euroclear-ზე.„Euroclear არის ბელგიური კომპანია. ისინი საფრთხეში არიან. თუ ევროკავშირის გიჟური იდეა განხორციელდება რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის შესახებ, ამას ძალიან უარყოფით გავლენა ექნება ამ კომპანიაზე. ბრიუსელი თავისთავად, ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა. მათ სურთ ისეთი პროგრამების წარდგენა, რომლებიც ანადგურებენ ევროპულ ეკონომიკას: სიგიჟე, მწვანე თეორიები, პრომიგრაციული პოლიტიკა, პროომის პოლიტიკა. ასე რომ, ბრიუსელი ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის პოლიტიკური საფრთხის სიმბოლოა“, – განაცხადა ორბანმა.

კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გაიტანა – პსჟ-მ „ფლამენგო“ დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიაში 2:1 დაამარცხა (ძირითადი დრო, 1:1).კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირდებაში ქართველი თავდამსხმელი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. დეზირე დუეს ჩაწოდებული გადაცემა მეკარემ მოიგერია, კვარაცხელიამ კი დამატებაზე ანგარიში გახსნა და პირველ ტაიმში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8,1 ქულა.ქართველთან უხეშობისთვის მსაჯმა ბრაზილიური გუნდის სამი მოთამაშე გააფრთხილა. ძირითადი დროის შემდეგ კი კვარაცხელია შეცვალეს. ბრაზილიელებმა 62-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ჟორჟინიომ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ პსჟ-ს ფეხბურთელებმა შეასრულეს. პარიზელების მეკარე საფონოვმა 4 პენალტი მოიგერია.„პარი სენ-ჟერმენმა“ მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა – მანამდე გუნდი გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, ჩემპიონთა თასის და ევროპის სუპერლიგის გამარჯვებული და ახლა ამ ჯილდოებს საკონტინენტთაშორისო თასიც დაემატა.ხვიჩა კვარაცხელია ისტორიის წერას განაგრძობს – გარდა იმისა, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, ასევე პირველი „ჯვაროსანია“, რომელმაც იგივე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მოახერხა. ამავე დროს, მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟული გამათამაშების გამარჯვეული გახდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე - „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ - გაიმართა. ლექციის მიზანი სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის თანამედროვე სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა და სტუდენტებს სპიკერები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები - ელეონორა ლომინეიშვილი და ასოცირებული პროფესორი ირმა გელანტია-ახვლედიანი, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო რევიშვილი წარუდგინა.ვიცე-რექტორის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო ლექციები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-პროფესიული პლატფორმაა, რომელიც სტუდენტების აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მმართველობითი გარემოს პირობებში, სადაც შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემები ორგანიზაციული მდგრადობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმად გვევლინება.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო სექტორის პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებსა და რისკებზე დაფუძნებული მართვის თანამედროვე მიდგომებს. აღნიშნული საჯარო ლექცია ნათლად წარმოაჩენს შიდა კონტროლის სისტემების როლს არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვაში, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და კორუფციული რისკების პრევენციაში. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროების მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსებისგან სტუდენტებისთვის გაზიარებული როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღვივებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.საჯარო ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის სისტემის არსს, მათ შორის კორუფციული რისკების იდენტიფიკაციისა და პრევენციის მექანიზმებს. მომხსენებლებმა განმარტეს, რომ შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი განკარგვის პროცესში. სპიკერებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს პრაქტიკასთან და იმ როლზე, რომელსაც შიდა აუდიტი ასრულებს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში. აღინიშნა, რომ შიდა კონტროლის მექანიზმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კონტროლით და მოიცავს ოპერაციული პროცესების ეფექტიანობას, შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შინაარსის აკადემიური და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. დეკანის თქმით, მსგავსი მიდგომა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიისა და განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ახალგაზრდებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები შიდა კონტროლის სისტემების თანამედროვე მოდელების, მათი ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების, ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობისა და ორგანიზაციული შედეგიანობის უზრუნველყოფის გზების შესახებ.

ბოლო სიახლეები