ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

შალვა პაპუაშვილი-უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.

როგორც შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან, რაც გასაკვირია.

“უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები