ორშაბათი, სექტემბერი 15, 2025

შალვა პაპუაშვილი: საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, თუ რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. პირდაპირ სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ის ცალმხრივი დეზინფორმაციის შემცველი, ფაქტებით დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, თუ რა არის ამის უკან მოტივაცია. როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები როგორიც არის – ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი და განსჯა, ამის გამო ხდება სამწუხაროდ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როცა მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ქვეყნის განვითარებაში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის თავის გუნდთან ერთად.„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა, თუმცა ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემა ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს ზურგს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ასეთ ფონზე, არავის უკვირს, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება

ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ასეთ ფონზე, არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციის დასუსტება არის ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას მიიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე.„ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც. არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით. ასეთ ფონზე არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის დასუსტება, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ მიგვიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე. კვლევები აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესები სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა პრემიერმა.

„რაღაც სერიოზული გჭირს… ეს უბრალოდ ავადმყოფობაა“ – ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში  ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი  კირკის მკვლელობას ეხმაურება.„თუ ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობ, რაღაც სერიოზული გჭირს. არ მაინტერესებს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე, ზემოთ, ქვევით, თუ სადღაც შუაში - ეს უბრალოდ ავადმყოფობაა...“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.

გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის მიღწევა პროცედურულად საკმაოდ რთულია.„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისათვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე, რომ ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითიც ამაყობს ევროკავშირი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს დღე, უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა – ანუ მარტიდან, (ქვეყნის შესაქმის თვიდან) მეშვიდე თვე – სექტემბერი.ტარადიცულად ყველა ტაძარში ამ დღეს იხდება სამადლობელი და სასწავლო პარაკლისი. ეკლესია მადლობას სწირავს უფალს, გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა..

ბოლო სიახლეები