ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

შალვა პაპუაშვილი – მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

„ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დღემდე არ წყდება. მსჯელობის საგანი იყო, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს და რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციამ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამშვიდობო პოლიტიკაში იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მალტა ქართველ ხალხისა და საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია.

„ჩვენს პარლამენტებს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მათ შორის პირადად მალტის პარლამენტის სპიკერსა და ჩემს შორის. ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ-სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ამ ასამბლეის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოვმართოთ და ამ მხრივ მალტამ სრული მხარდაჭერა აღვიქვა.

ზოგადად, მალტა გამოკვეთილი მხარდამჭერია ქართველ ხალხისა და საქართველოსი. ამ მხრივ, მალტის პარლამენტი განსაკუთრებულ თანამშრომლობაშია ჩვენთან. მათი მხრიდან ყოველთვის სურვილი და მზადყოფნაა იმის, რომ რიგ შემთხვევებში, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, რომელიც ცდილობს, რომ დიალოგი დაბლოკოს და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს, მალტის პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა. ამ მხრივ, მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ დიალოგის გამართვას ხელი შეუწყონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა – სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს

სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, სომხეთმა ტრიბუნა დაუთმო ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ლიდერს.„რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა და გაუგებრობით არა მხოლოდ დაინახა, არამედ უპირველეს ყოვლისა დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვენ მეგობრულ, ძმურ ქვეყნად მივიჩნევთ, ვისთვის იყო პლატფორმა? ტერორისტისთვის, ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ლიდერისთვის, რომელიც ერევანში საკმაოდ თბილად მიიღეს. ზელენსკიმ ისარგებლა სომეხი მასპინძლების ამ გაუგებარი თავაზიანობით, რათა პოლიტიკური ძილიდან გამოსულიყო და თავისი რუსოფობიური თავდასხმები გაეხმოვანებინა. სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს. არა, ეს შეცდომა არ არის. ეს ნამდვილი საჩუქარია. სომეხ ხალხს ვაჩვენოთ ბრიუსელელი შვილობილი, რომელიც ნამდვილად გახდა იმის განსახიერება, რასაც ევროკავშირი აკეთებს ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებთან“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებდა.„სომხეთის ხელმძღვანელობამ და, სხვათა შორის, მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს დაგვარწმუნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. თუ მათი გარანტიები ასეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ასე იქცევა არა მხოლოდ მოსკოვში და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან, არ ასრულებს თავის დაპირებებს“, – თქვა მარია ზახაროვამ.

„დინამო არენის“ ავტორებმა სტადიონის ახალი კონცეფცია შეიმუშავეს

„დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის „დინამო არენის“ ავტორებთან – ინფორმაციას ცნობილი არქიტექტორების, გია და არჩილ ქურდიანების სტუდია ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, რომან ფიფიას ინიციატივით დაიწყო არსებული სტადიონის პრობლემების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. სტადიონის ავტორებმა, გია და არჩილ ქურდიანების არქიტექტურულმა სტუდიამ კი განახლებული „დინამო არენის“ კონცეფცია შეიმუშავა.„დინამო არენის“ ისტორია, ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90-წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, 1936 წლიდან დაწყებული ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა ახორციელებს.განიხილება „დინამო არენის“ ტევადობის 70 000-მდე გაზრდა; გადახურვის განახლება თანამედროვე დიზაინით; სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის წმინდა საფეხბურთო სტადიონად გადაქცევა; პირველი იარუსის სრული სახეცვლილება; დამატებითი შესასვლელები; საპარკინგე ადგილების შექმნა.

ნიკოლ ფაშინიანი – უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ

ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანისთვის 2020 წლის ომის შემდეგ მილოცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებმაც მიულოცეს, როგორიცაა ბელარუსი.ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალმა-ათის დეკლარაციას სომხეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ერევანი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებისას ამ დეკლარაციას ეყრდნობა.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის განცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.

მეტრო საბურთალოს ხაზი გაჩერებულია – 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

მეტრო საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა.უცნობია ჯერ მგზავრის მდგომარეობა.

მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ირანი მზად არის, ომის დასასრულებლად დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, თუმცა ირანელი ერის უფლებების დაცვას დაჟინებით მოითხოვს

ირანი მზადაა, ომის დასასრულებლად დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, თუმცა ირანელი ერის უფლებების დაცვას დაჟინებით მოითხოვს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანულ მაკრონთან საუბრის დროს განაცხადა.ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა თეირანის ღრმა უნდობლობა „თეთრი სახლის მიმართ ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების დროს განხორციელებული უცვლელი აგრესიის გამო“.სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული სტრატეგიული სიტუაცია განიხილეს, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის საკითხი და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი.თეირანის მიერ ვაშინგტონის მიმართ უნდობლობაზე ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ეს ამერიკული მხარის მტრული ქმედებებით არის გამოწვეული.„ეს უნდობლობა ამერიკული მხარის მტრული ქმედებების შედეგია, რომელთაგან ბოლო იყო ორი თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე მოლაპარაკებების დროს, რამაც ფაქტობრივად ზურგში დანა ჩაგვარტყა“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ბოლო სიახლეები