შაბათი, ივლისი 5, 2025

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით

სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობას და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრიათ ევროპარლამენტარებთან და სამწუხაროდ, ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან.

„ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებს და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორციელდება, რა არის შინაარსი რეფორმების – ამ საკითხებზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა, რამდენიმე NGO-ს მხრიდან ჰედლაინის დონეზე გაჟღერებული კრიტიკისა. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად ქართული პოლიტიკის საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან მათ ესმით. სიღრმისეული დისკუსიის დროს ვერცერთ დეტალში ვერ მოგყვებიან, ვინაიდან სიღრმეების ცოდნა არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე.ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.ცნობისთვის, ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს „მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, შეთანხმება არ იყო მიღწეული.”კალასმა მაშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო საქართველოს თემას ივლისში დაუბრუნდებოდა.

ბოლო სიახლეები