ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 10 ბელარუსელი მაშველი სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მადლობა გადაგვეხადა იმ ბელარუსი კოლეგებისთვის, რომლებმაც 2017 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. დავათვალიერეთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უნივერსიტეტი, სადაც ინტეგრირებულია სწავლების სრული კურსი, როგორც დაწყებითი ეტაპების, ასევე მართვის და სამეცნიერო ნაწილის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ბელარუს მაშველებს, იმ გმირ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ 2017 წელს ბორჯომში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.