ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ მედიასთან ლაპარაკისას თქვა, რომ გოგო დედისგან სულ ითხოვს ყურადღებას და უნდა, რომ თან ატაროს. ამის შესახებ mshoblebi.ge წერს.
“დღეს, მაგალითად, ნამდვილი სკანდალი მომიწყო, როცა ვუთხარი, რომ ჩვენებაზე მივდიოდი და თან არ მიმყავდა. საერთოდ, სულ თან დამყავს. მაგრამ როცა ასეა, ერთი მხრივ კარგად ვარ, მეორე მხრივ კი – ბევრს ვნერვიულობ, რადგან მინდა მასაც ყურადღება მივაქციო და სხვა ადამიანებსაც, ამას კი ვეღარ ვახერხებ.”- ამბობს თოფურია.
ქეთა აღიარებს, რომ ოლივიას ძალიან ანებივრებს ლამაზი ტანსაცმლით და გემოვნებას უყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ ოლივია სამი წლისაც არაა, დედასაც აძლევს რჩევებს.
“ტანსაცმლის საკითხში ყოველთვის ვაძლევ თავისუფლებას, თავად მიდის გარდერობთან და ამბობს: ამას ჩავიცვამ! ხანდახან მეც კი ვეკითხები რჩევას, რა ჩავიცვა. და ვუჯერებ ხოლმე,”- ამბობს ქეთა.