ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ გაზაფხულზე გამოიკვეთება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ არ იცის იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით არჩევისთვის.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას,  როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც  მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული  ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს.  მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე,  რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ემანუელ მაკრონი – პროგრესს მივაღწიეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება

ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.მაკრონის თქმით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, დღეს საღამოს მონაწილეობა მივიღე ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში. შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებს, რათა დავასრულოთ თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილი“, – წერს მაკრონი.

ნიუ-ჯერსიში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა – არის მსხვერპლი

მსხვერპლი ავიაკატასტროფის შედეგად ნიუ-ჯერსიში. ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ორივეს ბორტზე მხოლოდ თითო პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.ავიაკატასტროფა ქალაქ ჰამონტონში მუნიციპალურ აეროპორტთან ახლოს მოხდა. შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

დონალდ ტრამპი – რუსეთი უკრაინას დაეხმარება, რუსეთს სურს უკრაინის წარმატება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„რუსეთი მათ დაეხმარება. რუსეთს სურს უკრაინის წარმატება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ, მათ შორის ელექტროენერგიის და სხვა რამის მიწოდების კუთხით ძალიან დაბალ ფასებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კარგ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში დასრულდება, ცუდ შემთხვევაში, უფრო დიდხანს, ხოლო თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება.დონალდ ტრამპის თქმით, ის მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, თუ ეს დაეხმარება შეთანხმებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ამასთან, ტრამპმა ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თანამშრომლობს უკრაინასთან ელექტროსადგურის გახსნაზე.„როგორც იცით, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება, დაიწყოს მუშაობა დაუყონებლივ და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრე. პრეზიდენტი პუტინი მუშაობს უკრაინასთან მის გახსნაზე. ის შეიძლება, სწრაფად გაიხსნას. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაც.„ვხედავ, რომ ეს მოხდება შესაბამის დროს. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ეს მოხდეს. მან ძალიან მკაფიოდ მითხრა, მე მჯერა“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძირითადი როლი ევროპას ეკისრება გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თუმცა შეერთებული შტატები ამას მხარს დაუჭერს.

ირაკლი კობახიძე – ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“  განაცხადა.როგორც მთავრობის კობახიძემ აღნიშნა, ამ ორპირი ქარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე.„ეს იყო საქართველო, პირველი, 2008 წელს, ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ხელშეკრულების მე-5 მუხლით და მეორე მხრივ, ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმვა და ეს ასეც მოხდა. ჯერ იყო საქართველო, სააკაშვილის  მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ იყო უკრაინაში „მაიდანი“, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ მეორე ომი, უკვე 2022 წელს. რასაც ვფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას,   თან ეს იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი ქარის პოლიტიკა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები